in

თერმოქრომული ფანჯარა, რომელიც მზის სინათლეს ელექტროენერგიად გარდაქმნის

შესაძლოა, აქამდე არ გსმენიათ სიტყვა “თერმოქრომული”, მაგრამ დამიჯერეთ, ნამდვილად გინახავთ ის რეალურ ცხოვრებაში. თერმოქრომული ნივთიერება ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად გარდაიქმნება – ასე იქცევა ჩვეულებრივი სათვალე მზის სათვალედ, ასე ისახება ჭიქებზე გარკვეული გამოსახულებები ცხელი წყლის ჩასხმისას და ასე შემდეგ.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის განახლებადი ენერგიის ეროვნული ლაბორატორიის მნიშვნელოვანმა დასკვნებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს თერმოქრომული ფანჯრების განვითარებას, რომლებიც მზის სინათლეს ელექტროენერგიად გარდაქმნის.

როგორ მუშაობს ეს?

პეროვსკიტი – კრისტალური სტრუქტურა, მზის მაღალი ეფექტურობით, მოთავსებულია ორ მინის ნაჭერს შორის და ბუნებრივად რეაგირებს ორთქლზე. განსხვავებული ფერები, ტენიანობის გაქრობამდე და მინის კვლავ გამჭვირვალე მდგომარეობის დაბრუნებამდე, ახალი ფორმების შედეგად წარმოიქმნება.

გაუმჯობესებული თერმოქრომული ფანჯარა მეტი სინათლის ათვისებას შეუწყობს ხელს, რადგან განსხვავებით პირველი თაობისა, რომელსაც ფერების შესაცვლელად დაახლოებით 3 წუთი დასჭირდა, ახალი თაობის თერმოქრომულ ფანჯარას ამისათვის მხოლოდ 7 წამი სჭირდება.

თანაც, სავარაუდოდ, ახალი თაობის თერმოქრომულ ფანჯარას სულ მალე, დაახლოებით ერთ წელიწადში ვიხილავთ.

როგორ აქვეითებს შემოქმედებით უნარებს ყველაფერზე “კის” თქმა

“საუკეთესო ვეგანური ღვინო, ღვინის გამორჩეული კომპანიისაგან” – SHUMI Winery