პროტესტის უფლება კვებავს დემოკრატიას, ამიტომ მრავალჯერ ქცეულა საზოგადოების წინსვლის მიზეზად… თუმცა ბოლო წლებში ადამიანებს მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობის თავისუფლება ეზღუდებათ. ეს პროცესი კი ნელა და ჩუმად მიმდინარეობს. Greenpeace-მა და elvis-მა სწორედ ამ რეალობასთან დაპირისპირება დაისახეს მიზნად და They can’t arrest this billboard-ის კამპანია შემოგვთავაზეს.
გაერთიანებული სამეფოს ქუჩებში ციფრული პროტესტი დაიწყეს, მოკლედ 3 დიდ ქალაქში ბილბორდებზე პროტესტანტები ისე განათავსეს, თითქოს რეალური ყოფილიყო და ასე აქტივისტების დაკავების საფრთხეზე მიანიშნეს. სწორედ ამიტომ გვეუბნებიან, რომ ისინი ბილბორდს ვერ დააკავებენ…
თითოეული რეკლამა ინდივიდუალურ მომიტინგეებს წარმოაჩენს, მათ შორის არიან მსახიობი და პალესტინის უფლებების დამცველი ხალიდ აბდალაჰი, დოქტორი, ოჯახის ექიმი და Keep Our NHS Public-ის დამცველი ჰელენ სოლსბერი, შშმ პირთა უფლებების დამცველი Disabled People Against the Cuts-დან ენდი გრინი, კლიმატის აქტივისტი და Greenpeace UK-ის საბჭოს წევრი ენდრიუ მაკპარლენდი, ავტორი და Black Lives Matter-ის აქტივისტი ჯენ რიდი, აკადემიკოსი და გარემოსდაცვითი საკითხების პროტესტანტი საჰანიკა რატნაიაკე.
აღსანიშნავია, რომ კამპანიამ უკვე მოიპოვა ოქროს პრიზი Ocean Outdoor-ის Digital Creative Competition-ზე. Greenpeace-სა და elvis-თან ერთად კი ამ საქმეში Amnesty International UK, Friends of the Earth და Liberty იყო ჩართული.