in

Producers Battle 2026: Denivarlevy და ერთი სემპლით აგებული 90-წამიანი კინო

ჰიპ-ჰოპის ისტორიის ყველაზე გადამწყვეტი ნაწილი მიკროფონის მიღმა იწერება. სანამ MC პირველ ხაზს დაარტყამს, ინსტრუმენტალში უკვე დევს ყველაფერი, რაც ტრეკის ბედს განსაზღვრავს: დრამის swing, ვინილიდან ამოჭრილი რამდენიმეწამიანი სემპლი, სუბ-ბასის წნევა, პაუზა ან ხმაური, რომელსაც პროდიუსერი სრულიად ახალ კონტექსტში ათავსებს.

Tbilisi Hip-Hop Festival-ის ფილოსოფიაში ბითმეიქინგი მეორეხარისხოვანი ფონი არასდროს ყოფილა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროექტის შინაარსობრივ ბირთვს სწორედ ვინილის კულტურა, sampling-ი და digging-ი წარმოადგენს, ხოლო გრძელვადიან მიზანს — ქართული ბითმეიქინგ სცენისთვის ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც პროდიუსერი კულისებიდან სცენის ცენტრში ინაცვლებს და მთავარი არტისტის ადგილს თავად ბითი იკავებს.

სწორედ ამ იდეის კულმინაციაა Producers Battle, რომლის ოფიციალური წარმდგენია McDonald’s — ბრენდი, რომელიც Tbilisi Hip-Hop Festival-თან ერთად ურბანული მუსიკის, ახალგაზრდული თვითგამოხატვისა და ექსპერიმენტული კულტურის მხარდამჭერად გვევლინება.

17 ოქტომბერს, Factory Tbilisi-ის ინდუსტრიულ სივრცეში, ბეთლი ოლიმპიური სისტემით (1v1 Playoff) გაიმართება.

Denivarlevy (ლევან ოქროპირიძე) ხმის საინჟინრო სიღრმეებში მიდის: უკვე არსებული ჩანაწერის მიკრო-ნაწილაკს იღებს და მის გარშემო სრულიად ახალ ხმოვან არქიტექტურას აშენებს.

Sampling მისთვის ხელოვნების უმაღლესი ფორმაა. CES-ში (Creative Education Studio) მის მიერ ჩატარებული ვორქშოფები — The Art of Sampling in Hip-Hop (2024) და How Drums Talk in Hip-Hop (2025) — ზუსტად ამას ეძღვნებოდა: როგორ იჭრება break-ები, როგორ მუშაობს swing და როგორ იკვრება Ableton-ის პროექტები. ამას ემატება SAE Frankfurt-ის აკადემიური განათლება Sound Engineering-ის მიმართულებით, რაც მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ ტექნიკურ სიზუსტეს ანიჭებს.

Denivarlevy-ის კატალოგი შთამბეჭდავი სისწრაფით იზრდება: ადრეული ბითთეიფებიდან და 2025 წლის სადებიუტო ქართულენოვანი EP-დან nela (Billboard Georgia), 2026 წლის ნაყოფიერ კოლაბორაციებამდე — ALAGALA G, Gumpain-თან ერთად გამოცემული VELODROME EP (Apple Music) და ნინი ნუცუბიძესთან შექმნილი BLOWUPYOURPHONE (Billboard Georgia), სადაც ჰიპ-ჰოპი, ელექტრონული მუსიკა და ექსპერიმენტული მიქსინგი ერთიანდება.

Denivarlevy-სთვის სემპლი უბრალო ნოსტალგია არ არის — ის არის კინემატოგრაფიული კადრი, ფერი და სივრცე. André 3000-ის ხედვა, Talib Kweli-ს ინსპირაცია და ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის ფარული სიყვარული (მათ შორის ოთარ რამიშვილის ჩანაწერები) მის ჟღერადობას განსაკუთრებულ სიღრმეს აძლევს.

მისი მიზანი ბეთლზე ყველაზე ლაკონიურია. დარბაზში მსმენელს მხოლოდ ერთი ემოცია უნდა დარჩეს: „ვააა!“

Tbilisi Hip-Hop Festival 2026 — ოფიციალური საინფორმაციო ბლოკი

პირველი Tbilisi Hip-Hop Festival 17 ოქტომბერს Factory Tbilisi-ში გაიმართება და მუსიკასთან ერთად ჰიპ-ჰოპის ყველა კულტურულ განზომილებას ერთ სივრცეში გააერთიანებს:

  • 🏆 Red Bull Dance Your Style — ქუჩის ცეკვის 1-on-1 ბეთლები.

  • 🎨 Graffiti Battle — ქართველი და საერთაშორისო არტისტების მიერ შექმნილი მონუმენტური ნახატები.

  • 🔊 Sioni Hi-Fi Soundsystem — ვინილის, რეგის, დაბისა და მძიმე ბასის ტრადიციული საუნდსისტემა.

  • 📸 ფოტოგამოფენა: „50 Iconic Moments of Hip-Hop History“ — ჟანრის საკულტო ფოტოარქივი.

  • 🎬 Cinema Zone — თემატური დოკუმენტური და მხატვრული ფილმების უწყვეტი ჩვენება.

თარიღი: 17 ოქტომბერი, 2026

კარები იხსნება: 12:00 საათზე

ლოკაცია: Factory Tbilisi (აკაკი წერეთლის გამზ. 114)

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ (11–17 წლის არასრულწლოვნები დაიშვებიან მხოლოდ ბილეთიან მშობელთან ერთად)

ბილეთები: ხელმისაწვდომია პლატფორმებზე TKT.GE და Biletebi.ge

ოფიციალური ვებგვერდი: tbilisihiphop.com

Spotify Official Playlist: Tbilisi Hip-Hop Festival Playlist

ფესტივალის წარმდგენი: საქართველოს ბანკი

გენერალური სპონსორი: betlive

მხარდამჭერები: Red Bull, Telegraph Hotel, Zoommer, Smart, JBL, McDonalds, Nabeghlavi, Monkey Shoulder, Jägermeister, Hennessy, Warsteiner, Sioni Hi-Fi, JET, Pro Sound, Render Group, Subway, Dunkin’, Mugsy’s Burger, Gennaro Pizza, Jambo, Hot Dog Room, Ganjina Dessert Shop

საინფორმაციო პარტნიორები: Marketer, Entrepreneur, Billboard Georgia, At.Ge, Fashionholics Online, Fortuna +, Ambebi.Ge, Palitra News, Araki Stories

Illustration By: Lost & Found

ცოცხალი გრუვი და სხეულის რიტმი: NAKASHA თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალის Producers Battle-ზე

საერთაშორისო ფორუმი „WELCOME TBILISI 2026“