in

ტიერი ანრიმ ყველა სოციალური ქსელი გააუქმა

Sporti
Sporti

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა სოციალური ქსელებისგან დისტანცირება გადაწყვიტა, ამის შესახებ ლონდონის „არსენალისა“ და „ბარსელონას“ ლეგენდამ საკუთარ ტვიტერის გვერდზე განაცხადა:

„მეგობრებო, ხვალიდან ჩემს ანგარიშებს ყველა პლატფორმაზე ვაუქმებ, სანამ ხალხი, რომელიც ამ პლატფორმების სათავეში დგას, რაიმე მკაცრ და პრინციპულ ნაბიჯებს არ გადადგამს რასიზმის, ბულინგისა და იმ შეურაცხმყოფელი ქმედებების საწინააღმდეგოდ, რაც ბოლო დროს, ძალიან მომრავლდა“. „ეს ძალიან ტოქსიკური მოვლენაა, ადამიანებს ყალბი ანგარიშების შექმნა უმარტივესად შეუძლიათ, შემდეგ კი იღებენ სერიოზულ იარაღს, რათა სხვის მენტალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დიდი პრობლემები შეუქმნან, ეს დაუშვებელია. ამ ნაბიჯების გადადგმამდე ყველა ჩემს სოციალურ ქსელს ვაუქმებ და დროებით გემშვიდობებით“, – ნათქვამია ანრის განცხადებაში.

ონლაინ ბულინგისა და რასისტული გამოვლინებების მსხვერპლი ყოველდღიურად უამრავი ფეხბურთელი ხდება, სოციალურ მედიაში ხშირად ხდება კონკრეტული მოთამაშეების პირად ანგარიშებზე შეტევები, თავდასხმები, მუქარებისა და რასისტული გზავნილების პირადი შეტყობინების სახით მიწერა. სულ ბოლოს, აღნიშნული თავდასხმების მსხვერპლნი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები გახდნენ, მარკუს რაშფორდს, მეისონ გრინვუდსა და ფრედს სოლიდარობა მთელმა ლიგამ და სხვა კლუბების ფეხბურთელებმაც გამოუცხადეს.


გიყვართ ხელოვნება? – ლუვრის სრული კოლექციის ნახვა ინტერნეტის მეშვეობით შეგიძლიათ!

„ყოველთვის ვიცოდი, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, დავბრუნდებოდი საქართველოში და აქ გამოვიყენებდი ევროპასა და ამერიკაში მიღებულ განათლებას“, – გიორგი ჭანტურია