14
სექ
2018

როგორ იყენებენ მენტალურად ძლიერი ადამიანები სირთულეებს თავის სასიკეთოდ?! 

14 სექ 2018

ნეტავ, თუ არსებობს ისეთი ადამიანი, მარცხი რომ მოსწონდეს? მაგრამ, ცხოვრება ასეთია, თუ რამდენჯერმე არ დაეცი, გამარჯვებამდე ვერასოდეს მიხვალ.

statiebi-bog
statiebi-bog

„მარცხის ნურასოდეს შეგრცხვება. პირიქით, ასეთი მაგალითებით ისწავლე და ხელახლა სცადე. შეცდომა და რეგრესი ყველა წარმატებული ანტრეპრენუარის დნმ-ის ნაწილია“, – ამბობს რიჩარდ ბრენსონი.

ცხადია, ყველა ბრენსონი არ არის, მაგრამ ნებისმიერს შეუძლია, საკუთარი „მარცხი გამარჯვებისთვის“ გამოიყენოს. თუმცა, ამისთვის აუცილებელია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა – ადამიანი მოქნილი და პრაქტიკული უნდა იყოს. შემდეგ კი, შედარებით მარტივი 5 პუნქტიანი სტრატეგია გაითვალისინოს:

სწორად და ზუსტად შეაფასეთ სიტუაცია!

მოქნილ, პრაქტიკულ ადამიანებს, საკუთარი ემოციური ინტელექტის გამოყენებით, შეუძლიათ, შეაფასონ, საიდან მოდის საფრთხე. ანუ, რეალურად, რა არის მათი შიშის საფუძველი. მოვლენებს, გონებაში გულმოდგინედ და ფრთხილად ამუშავებენ, სანამ ყველაფრის სათავეს არ იპოვიან. და რას ფიქრობთ თქვენს სიტუაციაზე? რის გამო გრძნობთ თავს ასე? თუ ჯერ კიდევ გაქვთ ამ მხრივ გადაუჭრელი პრობლემა, სასწრაფოდ მოაგვარეთ ეს საკითხი. თუ ასე არ მოიქცევით, მუდმივად გაბრაზებული და გაბოროტებული იქნებით.

Reframing – კარგი გამოსავალია! 

მოქნილი გონების ადამიანი, სწრაფად ახერხებს თავშივე გადაალაგოს ყველაფერი. ამისთვის კი ფსიქოლოგიურ ტექნიკას, ე.წ. რეფრეიმინგს (ჩარჩოს შეცვლა) იყენებს. აღიქვით ეს, როგორც „სხვა ისოტრიის მოყოლა“, მოიფიქრეთ მისი განსხვავებული ინტერპრეტაცია. ეს დაგეხმარებათ იმ დრამისგან გათავისუფლდეთ, თქვენს გონებაში რომ ხდება.

აუცილებლად დააწესეთ საზღვრები!

მოქნილი გონების ადამიანები ცუდ სიტუაციას თავს ერთი სიტყვით აღწევენ. „არა“ – მარტივი გამოსავალია, რომ ის ხალხი მოიშოროთ, ვინც თქვენს მიზნებს, გეგმებს და მით უმეტეს, ფასეულობებს ეხება. გახსოვდეთ, საერთოდ არ ხართ ვალდებული, ყველასთვის იდეალური პიროვნება იყოთ. გაუწიეთ წინააღმდეგობა, როდესაც თქვენს ღირებულებებს ეხებიან. ყველას აგრძნობინეთ, დაიცვან საზღვრები.

პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ ქმედებაზე აიღეთ! 

მოქნილი ადამიანები ყველაფერს პატიოსნად და სამართლიანად უდგებიან. ამიტომ, არავის აძლევენ საშუალებას, თავი ისეთი რამის გამო აგრძნობინონ დამნაშავე, რასთანაც, რეალურად, შეხებაც კი არ ჰქონიათ. არასოდეს სხვის ქმედებაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და ამით ცხოვრებას არ ირთულებენ. თქვენც ასე უნდა მოიქცეთ.

უფრთხილდით ბოროტ ადამიანებს! 

მოქნილი და პრაქტიკული ადამიანები იმდენად ჭკვიანები არიან, ზუსტად ხვდებიან, ვისგან რა საფრთხეს უნდა ელოდონ. ამიტომ, საკუთარი უსაფრთხოებისთვის ამჯობინებენ, ყველასთან საჭირო დისტანცია დაიცვან. თქვენც ასე უნდა მოიქცეთ. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, თუ ეცდებიან, ავტობუსის ბორბლებში ჩაგაგდონ, უკან დაიხიეთ, გადახედეთ საკუთარ პროფესიულ შესაძლებლობებს, გააანალიზეთ ყველა დეტალი, როგორც კი აურზაური მიწყნარდება, საკონტროლო დარტყმისთვის იყავით მზად. ესეც აუცილებლად იქნება, თქვენ კი მზად უნდა იყოთ მის მოსაგერიებლად.



განხილვა