in

7 რჩევა, როგორ აღვზარდოთ წარმატებული შვილები

გსურთ, რომ თქვენი შვილები წარმატებულები იყვნენ? საამისოდ უამრავი გზა არსებობს. ოპრა უინფრის აზრით, წარმატების მისაღწევად, უნდა განსაზღვრო, რომელი ხიდი გადაიარო და რომელი – დაწვა. სტივ ჯობს სწამდა, რომ დახმარების თხოვნის უნარს ბევრის თქმა შეუძლია ადამიანზე. ჯეფ ბეზოსს სჯერა, რომ არ შეიძლება დროის კარგვა ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომელთა შეჩერებაც შესაძლებელია.

თუმცა, ყველა ამ ადამიანს ერთი რამ აქვთ საერთო. ისინი წარმატებულებად არ დაბადებულან. მათ ისწავლეს, როგორ გამხდარიყვნენ ლიდერები, ისწავლეს, როგორ აეშენებინათ ბიზნესი, მიეღწიათ წარმატებისთვის.

ასევე არიან თქვენი შვილები. როგორ შეგიძლიათ ასწავლოთ, იყონ წარმატებულები, იცხოვრონ ბედნიერი და სავსე ცხოვრებით?

ასწავლეთ პატარა გამარჯვებების მიღწევა.

მიაჩვიეთ, რომ დიდი ნახტომის გაკეთების ნაცვლად, მცირე განაცხადის გაკეთება ისწავლონ. ჯერ მცირედზე დაითანხმონ აუდიტორია. ასწავლეთ შექმნან საფუძველი სამომავლო შეთანხმების მისაღწევად.

პოზიტიურ შედეგებზე ორიენტირება

შესაძლოა, უფრო ეფექტურ მეთოდად შეშინება მიგაჩნიათ, თუმცა ბავშვის წარმატებულ შედეგში დარწმუნება გაცილებით ეფექტიანია. ამიტომ, თუკი თქვენი შვილები ცვლილებების შექმნას ცდილობენ, ასწავლეთ დადებით მხარეებზე კონცენტრირება.

გამბედაობა და პოზიციის დაცვა

კვლევები აჩვენებს, რომ დამაჯერებლობას მოაქვს შედეგი. ყველაზე სკეპტიკური ადამიანებიც კი მიდრეკილები არიან ენდონ თავდაჯერებულ მოსაუბრეს. ჩვენც ხომ დამაჯერებელ წყაროებს ვეძებთ ყოველთვის…
ასწავლეთ შვილებს, იყვნენ გამორჩეულები. გადააჩვიეთ ფრაზებს “მე ვფიქრობ”, “მე მჯერა”. ასწავლეთ გადაჭრით თქმა, მაგალითად, “მე ვიცი, ეს იმუშავებს”. მიაჩვიეთ, თავიანთი მოსაზრებების დაცვას, მაშინაც კი, თუკი ეს მხოლოდ მოსაზრებებია. ამგვარად, ადამიანებს მარტივად გადაიყვანენ თავიანთ მხარეს.

ასწავლეთ, გაიგონ, როგორ აღიქვამენ სხვები ინფორმაციას

მიაჩვიეთ, არ ელოდონ მომენტალურ თანხმობას. ამას დრო სჭირდება. ეცადონ გადააკეთონ ინფორმაცია ისე, რომ მსმენელისთვის ან ოპონენტისთვის გასაგები და მისაღები იყოს. ასეთ დროს, მსმენელი უფრო ლოიალური ხდება.

არ შეეშინდეს ემოციის გამოხატვა

ასწავლეთ ბავშვს, იყოს ის, ვინც არის. ნამდვილობა ყოველთვის უფრო დამაჯერებელია. თუკი ემოციას იგრძნობს, გამოხატოს – ასე უკეთაც იგრძნობს თავს და სხვებსაც აგრძნობინებს, რომ საკითხის, რომელზეც საუბრობს, მისთვის მნიშვნელოვანია.

გაიზიაროს საპირისპირო მოსაზრება

თუ ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორს, დანიელ ოკიფეს დავუჯერებთ, საწინააღმდეგო შეხედულების გაზიარება უფრო დამაჯერებელია, ვიდრე საკუთარ არგუმენტებზე ჩაციკლვა. რატომ? იდეები და შემოთავაზებები იშვიათადაა იდეალური და ეს ბევრმა იცის. მით უფრო, თქვენს სამიზნე აუდიტორიას, თქვენ გარდა, სხვა შემოთავაზებებიც აქვს.

ასწავლეთ, იყონ მართლები

დამაჯერებელ ადამიანებს ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია გზავნილის ეფექტურად მიწოდება, თუმცა კარგად აცნობიერებენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ თავად გზავნილის შინაარსია. ასწავლეთ ბავშვებს ისაუბრონ მკაფიოდ, ლაკონურად და გასაგებად. დაე, გაიმარჯვონ იმიტომ, რომ მათი მონაცემები, მსჯელობა და დასკვნები იდეალურია.

 

წყარო: inc.com



ვინ იქნება BOG-ის გენერალური დირექტორი?

მოწყობილობა, რომელიც თქვენს შვილებს თვალს ადევნებს, სანამ ისვენებთ