“Volkswagen”-სა და “DDB”-ს რუსეთის განყოფილებამ უჩვეულო პროექტი წამოიწყეს, რომელიც უტილიზაციის პრობლემას ეხება.
ეკო-პროექტის “Think Blue”-ს ფარგლებში დიზაინ ქარხანა “Flacon”-ში ახალი გადახდის სისტემა შემოიღეს. აპარატებში ფულის მაგივრად მომხმარებელს ელემენტების ჩაყრა შეეძლო. AA და AAA ტიპის ელემენტები ნაგავსაყრელის მაგივრად ჩელიაბინსკის გადასამუშავებელ ქარხანაში მიდიოდა.
ამ უჩვეულო აქციით “Volkswagen”-ი ფიქრობს ეკოლოგიის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას და ერთჯერადი აქციის ყოველდღიური ცხოვრების წესად ქცევას.