in

„სააზროვნო კვერცხი“ სტრესის შესამცირებლად შექმნეს

M2
M2

ზოგჯერ დრო ისე სწრაფად გადის და ყველაფერი ისეთ ქაოსშია, რომ ფიქრსაც ვერ ვასწრებთ. ალბათ, იმასაც ვერ ვაანალიზებთ ხოლმე, რას სად როგორ და რატომ ვაკეთებთ — თითქოს, ყველაფერი მექანიკურ, ავტომატურ ქმედებებად გვექცა, შესაბამისად, რაღაც ისეთი გვჭირდება, რაც „აქ და ახლა“ განცდას მოგვანიჭებს. დიზაინერულმა კომპანია Orijin-მა ასეთ ნივთად „კვერცხი“ წარმოადგინა.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კვერცხს ღრმა ისტორიული სიმბოლიზმი აქვს სხვადასხვა კულტურაში — თითოეულ მათგანში სიცოცხლის, სიმდიდრის, დაპირებისა და რეგენერაციის მეტაფორასთან ასოცირდება. ამ არქეტიპული სიმბოლოს საფუძველზე, „სააზროვნო კვერცხი“ ესთეტიკურ და ტაქტილურ ობიექტს წარმოადგენს, რათა ადამიანებს სამყაროსთან კავშირის შეგრძნებაში დაეხმაროს.

სრულყოფილად დამუშავებული სააზროვნო კვერცხი ერგონომიული დიზაინით გამოირჩევა, რომელიც კომფორტულად თავსდება თითებს შორის. თითოეულ მოდელს გამორჩეული ვიზუალი და ტექსტურა აქვს — კომპანიამ ესთეტიკურ და სიმბოლურ ელემენტებზე განსაკუთრებით იზრუნა. ფსიქოლოგების თქმით, ის მაღალი შფოთვის დროსაც კარგი საშუალებაა დასამშვიდებლად.

სხვადასხვა კოლექცია მოიცავს ნეფრიტის, კატის თვალის, დამასკოს აქატის, ლავისა და კორპისგან დამზადებულ კვერცხებს.

ყველაფერი ერთი ხელის გასმით იწყება — Tinder-ის კინემატოგრაფიული რეკლამები

თაობა ზეტის დასაინტერესებლად ბრენდებს 1 წამი აქვთ — რას შეცვლის AR?