9
Aug
2019

Thirty Seconds To Mars-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

9 Aug 2019

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომლებიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებენ და „Black Sea Arena“-ს ბაქანზე გაჩერდებიან.

 

მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

13/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #884/883
გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი
12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15

 

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს, „ბლექ სი არენა“ მორიგ ვარსკვლავს მასპინძლობს. ჯგუფ THIRTY SECONDS TO MARS-ის დამფუძნებელი, ძმასთან, შენონთან ერთად, „ოსკაროსანი“ მსახიობი ჯარედ ლეტოა, რომელსაც საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

[R]

განხილვა