ამერიკული როკ ჯგუფის Thirty Seconds to Mars-ის ევროპული ტურნე დასრულდა. ბენდმა კონცერტები 2018 წლის 12 მარტს, ბაზელიდან (შვეიცარია) დაიწყო და 2019 წლის 17 აგვისტოს, გროსპესნაში (გერმანია) დაასრულა. ტურის ფარგლებში, კონცერტი მათ Black Sea Arena-ზეც გამართეს. ჯგუფის წევრებმა, სწორედ საქართველოში გადაღებული ფოტოთი გადაუხადეს ევროპას მადლობა.

Thirty Seconds to Mars-ის კონცერტი საქართველოში, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე 13 აგვისტოს გაიმართა.