in

საშობაო რეკლამაში სანტა ომში აღმოჩნდა!

ჯერ არავის თავის ვიდეოში სანტა ომში არ გაუშვია.  ასეთი თამამი საახალწლო ნაბიჯი “UNICEF”-მა და სააგენტო “Forsman&Bodenfors”-მა  გადადგა.  ვიდეო ომის გამო უსახლკაროდ და უპატრონოდ დარჩენილ ბავშვების პრობლემას ეხება.

ახალი წლის ღამეს სანტა აღმოაჩენს, რომ სახლი, სადაც საჩუქრები მიიტანა ცარიელია და ოჯახი გაქცეული. ვიდეო მაყურებელს სპეციალურ საიტზე უკეთებს გადამისამართებას, სადაც ლტოლვილი ბავშვებისთვის საჩუქრების ყიდვა შეგიძლიათ. საჩუქრები კი სიცოცხლისთვის საჭირო ნივთები და ვაქცინაა.

ვიდეოს შემქნმელები აცხადებენ, რომ ლტოლვილი და მუდმივი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების რაოდენობა იმატებს და მათი რიცხვი ასეთი დიდი ბოლო წლებია არ ყოფილა.  380 მილიონი ბავშვი სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობს,  20 მილიონი ბავშვი დატბორვის მუდმივი რისკის ქვეშაა, 25 მილიონი  ომის გამო დაზარალდა.

ირინა შეიკი, ადრიანა ლიმა,პამელა ანდერსონი – საახალწლო ეროტიკა ჟურნალ “LOVE”-ისთვის

2014 წლის 10 MUST SEE რეკლამა