ბევრჯერ უთქვამთ, ამ კომპანიაში ერთი ოჯახივით ვართო, მაგრამ ხშირად ამ ფრაზის მიღმა პირადი და პროფესიული ცხოვრების დისბალანსი იმალება. სწორედ ამ თემას ეძღვნება UNICEF Italy-ის ფილმი This Company is a Family — იმისთვისაა შექმნილი, რომ Family Friendly Workplace Initiative-ს გაუწიოს პოპულარიზაცია, კომპანიებს იმგვარი პოლიტიკის დანერგვისკენ უბიძგებს, რომელიც მხარს უჭერს თანამშრომელთა შვილების კეთილდღეობას. ბიზნესის ხელმძღვანელებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიმართავს, თუმცა ამისთვის მეტად ემოციური გზა არჩია.
კონტრასტულ რეალობას გვაჩვენებს: თუ ხმით კორპორაციულ მიღწევებს აღნიშნავს, კადრები მშობლების მომლოდინე ბავშვებს გვაჩვენებს. მიგვანიშნებს, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს პატარების კეთილდღეობაზე მხოლოდ კომპანიის შედეგებზე ორიენტირებულმა კულტურამ, როცა ოჯახებისადმი მეგობრულ კულტურებში სრულად საპირისპირო შედეგები გვაქვს…
კამპანიაზე Saatchi & Saatchi Italy-მ იმუშავა.