in

მენსტრუაცია, შშმ პირის სტატუსი თუ მცირეწლოვანი შვილები – ქალებს ვარჯიშში ხელს ვერაფერი შეუშლის

Sport England-მა, 2020 წლისთვის საკულტო კამპანია “This Girl Can” განაახლა.

BOG

ახალ რეკლამაში ნაჩვენებია ის ბარიერები, რომელიც ქალებს ვარჯიშში ხელს უშლით.

სააგენტო FCB Inferno ქალების რეალურ ისტორიებს დაეყრდნო და ის დაბრკოლებები წარმოგვიდგინა, რომელიც მათ აფერხებს, აქტიური ცხოვრების წესს მისდიონ: მენსტრუალური ციკლი, განსაკუთრებული საჭიროების ქონა, ბავშვის მოვლა…

ვიდეორგოლში ვხედავთ, რომ ერთ-ერთი პერსონაჟი, ჰანა, მენსტრუალურ ტკივილთან გასამკლავებლად, იოგას აკეთებს; სამი შვილის დედა კრისტი მას შემდეგ, რაც პატარას ძუძუს აჭმევს, ბავშვს პარტნიორს უტოვებს, რომ ნეტბოლი ითამაშოს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე გლინისი თავდაჯერებულობას იკრებს და აუზში ცურავს. ვხედავთ, ასევე, დედა-შვილს, რომელიც სახლის პირობებში ვარჯიშობს, მენოპაუზასა და საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომთან საბრძოლველად.

რეკლამის რეჟისორი ალი კურია, რომელსაც უმუშავია კომპანიებისთვის: BBC, Nike, Samsonite და Corona.

კამპანია მხოლოდ ვიდეორგოლით არ შემოიფარგლება. იქმნება, ასევე, ციფრული კონტენტი ამ ქალების ისტორიებზე შექმნილი ვიდეოებით, პლუს, გარე რეკლამა.

მუსია ქებურიას შემოქმედება სასტუმროს ოთახის კედლებზე

როგორ ებრძვის Ogilvy კინომეკობრეობას ჩინეთში