in

მეამბოხე, სწრაფი, ამაღელვებელი – როგორ ახასიათებს ახალ Prius-ს მისი ახალი რეკლამა?

Toyota-მ ახალი სარეკლამო კამპანია გამოუშვა – This is Prius now, რომელიც მის სრულიად ახალ, 2023 წლის Prius-ს ეძღვნება. სახალისო ვიდეოების ნაკრებით, რომელიც ჯამში ერთ მთლიან სარეკლამო რგოლადაა შეკრული, ბრენდმა ყველასთვის საყვარელი ჰიბრიდი მხიარულად და განსხვავებული იმიჯით დაგვანახა. ახალი მარკეტინგული ინიციატივის მეშვეობით, ავტომწარმოებელი ჰიბრიდული მანქანების მოყვარულების დაინტერესებას ისახავს მიზნად.

ვიდეოში, რომელშიც 5 სხვადასხვა სიუჟეტი და Prius-ის მოდელია გამოყენებული, საშუალება გვაქვს, ვნახოთ განახლებული ავტომობილი, მისი დიზაინი, შესრულების დონე და მაღალტექნოლოგიური მახასიათებლები.

იხილეთ ვიდეო.

Toyota Prius ads 2023

სპეციალური შეთავაზება Visa-ს მომხმარებლებს ველისგან — Visa X VELI

ყველა დროის 10 ყველაზე გაყიდვადი მხატვრული წიგნი