in ,

როგორ უნდა მიყიდო ტურისტების მიერ დაყრილი ნაგავი ისევ ტურისტებს?! – “მასტერკლასი” მექსიკელებისგან

მექსიკის პატარა სოფელ Mahahual-ს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც სანაპიროზე დიდი რაოდენობით ნაგავს ყრიან და იქვე ტოვებენ. “This is yours” კამპანიის ფარგლებში მექსიკის ბუნების დაცვის ფონდმა (FMCN) მოუწესრიგებელი ტურისტების დასჯა გადაწყვიტა.

BOG
BOG

მათ დახმარება ადგილობრივ ხელოვანს სთხოვეს და სანაპიროზე დაყრილი ნაგვისგან ტურისტებისთვის ფერადი საზაფხულო სამკაულები დაამზადებინეს. კარიბის ზღვის ამ ხალხმრავალ სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ, მექსიკური ხელნაკეთი ნივთების პატარა მაღაზია გახსნეს და ამ გზით, უწესრიგო ტურისტებს ”თავიანთი ნაგავი” მიყიდეს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, მათ ის მიიღეს, რაც დაიმსახურეს.

მექსიკური სარეკლამო სააგენტო Grey-ს მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში ნახავთ, თუ როგორ იწონებენ ტურისტები თავს თავიანთი ნაგვისგან დამზადებული სამკაულებით.

 

 

ტურისტების სიმცირეს არც შავი ზღვის საკურორტო ქალაქები განიცდიან, შესაბამისად, მათ სანაპიროებზე ნაგავიც საკმარისად მოიძებნება. ვერაფერს იტყვი, კარგი იდეაა ბიზნესის დაწყებასთან ერთად ეკოლოგიაზეც რომ იზრუნო.

როგორ გავუმკლავდეთ ქალაქის გადატვირთულ მოძრაობას?! – სოციალური კამპანია

Samsung-ი, ფოტოხელოვნება და ჰოლანდიელი მეთევზე