in

დარბეული “300 სპარტანელი”

მასშტაბური და ძვირადღირებული პრომო აქციები ჩინელების სავიზიტო ბარათად იქცა. მაგრამ ხდება დაუგეგმავი აქციებიც, რომლის დროსაც არა მარტო კომპანიები, არამედ აქციის მონაწილეებიც ზარალდებიან.

ზუსტად ასეთი გამოუსწორებელი შეცდომა ერთ-ერთ კომპანიას მოუვიდა. პრომო აქციისთვის 300 ევროპული გარეგნობის მოდელი დაიქირავა, რომლებსაც “300 სპარტანელი” მეომარი უნდა განესახიერებინა. ქალაქის მერია არ იყო ინფორმირებული აქციის შესახებ, ამიტომ პოლიციას “300 სპარტანელის” დარბევა მოუხდა, რადგან ქუჩაში მანქანების და ქვეითების მოძრაობას ხელს უშლიდა.

მიუხედავად ცუდი დასასრულისა, კომპანია აქციით მაინც კმაყოფილია, რადგან მომხდარმა სკანდალმა უფრო დიდი ხმაური გამოიწვია, ვიდრე აქციის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ.

FOREIGN201507222354000182584408759

e2BoynYB_l

 

 

პირველი ხელოვნური ინტელექტის მქონე ბილბორდი

სახლი 3 საათში – 3D პრინტერის ახალი შესაძლებლობები