BBC World News-მა 30 წამიანი ტურისტული სარეკლამო რგოლი წარმოადგინა, რომელიც აზერბაიჯანზეა გადაღებული.
ვიდეო რგოლი Azerbaijan – This Journey Never Ends! (აზერბაიჯანი – მოგზაურობა არასდროს სრულდება!) სტუდია SHANDESIGN-ის მასალაზე დამზადდა და მისი რეჟისორი სერგეი შანოვიჩია. ვიდეოს სიუჟეტი აზერბაიჯანში ვითარდება, სადაც ნათლად ჩანს, რომ კრეატორები ქვეყნის ბუნების და კულტურის პოპულარიზაციას ცდილობენ.
ტრადიციული, აზერბაიჯანული ნაქსოვი ხალიჩები, ცხენები, უძველესი ადგილები – ყველაფერი ეს BBC-ს ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ.












