in

მატარებლის სადგური იაპონიაში, რომელსაც არც შესასვლელი აქვს და არც – გასასვლელი

ზოგჯერ ჩვენ ისე ვჩქარობთ დანიშნულების ადგილამდე მისვლას, რომ გარემოს აღქმა და მასზე დაკვირვება გვავიწყდება. სწორედ იმ მიზნით, რომ მგზავრებს ბუნებაზე დაკვირვების დრო და საშუალება ჰქონოდათ, იაპონიაში 2019 წელს Nishikigawa Seiryu Line-ზე გაიხსნა სადგური, რომელსაც არც გასასვლელი აქვს და არც – შესასვლელი.

სადგური Seiryu Miharashi-ში მდებარეობს იამაგუჩის პრეფექტურაში ქალაქ ნაგუასა და ნეკასას შორის. მხოლოდ რამდენიმე სპეციალური მატარებელი ჩერდება ამ უჩვეულო სადგურთან და როდესაც მგზავრები აქ გადმოდიან ვერ პოულობენ პანდუსებს, ჭიშკრებსა და ბილიკებს, რომლითაც ისინი დანიშნულების ადგილამდე მივლენ. Seiryu Miharashi მთლიანად იზოლირებულია მთიან გარემოში, ამიტომ ხალხი უნდა დაელოდოს სხვა მატარებლის გაჩერებას, იმისთვის, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ.

ამ სადგურის მიმდებარედ არსებულმა უნიკალურმა ბუნებამ იგი პოპულარულ გაჩერებად აქცია მოგზაურებისთვის. აქ ისინი ახერხებენ, დრო შეანელონ და ადგილობრივ ხედებს გაეცნონ.

Salesforce თანამშრომლებს სამუშაო განრიგის თავისუფალ არჩევანს სთავაზობს!

ვან გოგის “ვარსკვლავებიანი ღამე”, როგორც ლეგოს 3D კონსტრუქცია