in

თუ 24 საათში, ვებგვერდზე შეტყობინებას არავინ დაწერს, მას თვითგანადგურება მოუწევს! – Thiswebsitewillselfdestruct.com

„გამარჯობა, მე ვებსაიტი ვარ. მალე წავალ და ეს კარგია… თუ 24 საათის განმავლობაში შეტყობინების გარეშე ვიქნები, თვითგანადგურება სამუდამოდ მომიწევს“.

ვებგვერდზე გადასვლისთანავე წამზომი გვატყობინებს, რომ ის 86,399 წამში განადგურდება, თუმცა ახალი შეტყობინების მიღებისთანავე, რომელიც დაახლოებით, 5-10 წამში ერთხელ ხდება, საიტი ახალ სიცოცხლეს იწყებს.

thiswebsitewillselfdestruct.com არტისტის, Femme Android-ის მიერაა შექმნილი და შესაძლებლობას გვაძლევს, წერილები თავად დავწეროთ (ღილაკზე write another დაჭერით) და გვერდი გარდაუვალი განადგურებისგან, რაც შეიძლება, დიდხანს დავაზღვიოთ, ან სხვების აზრები გავიზიაროთ (ღილაკზე read another დაჭერით).

წერილები ანონიმური და ძალიან გულწრფელია. მაგალითად, ასეთი: „ვინმეს ხომ არ შეუძლია, უბრალოდ, უნიტაზზე იჯდეს და ტელეფონზე თამაშობდეს ისე, რომ აბაზანა, თავისი ფუნქციის მიხედვით არც გამოიყენოს?“ ან „მე აკრძალული ანიმეს ყურებას ვაპირებ და ვერავინ შემაჩერებს“! „ჩემი ურთიერთობა განწირულია და ჩვენი შვილის გამო, მეშინია. ვიტანჯები, მაგრამ ამ განსაცდელს გავუძლებ…“

ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ვებგვერდი, თავისი შინაარსით, postsecret.com-ს ჰგავს, სადაც კონფიდენციალურობა დაცულია და ადამიანებს მათი ყველაზე შავ-ბნელი ფიქრების გამოქვეყნება შეუძლიათ.

thiswebsitewillselfdestruct.com-ზე ყველა თანასწორია. ყველას აზრი მიღებულია. აქ შეგიძლია, გამჭვირვალე გახდე და საკუთარ თავს აბსოლუტური გამოხატვის უფლება მისცე. ეს არ მოითხოვს რაიმე სუბკულტურის ნაწილად იგრძნო თავი, რომ  Reddit-ის პოსტებს გაუგო, ან Twitch-ის მიმებს… თუნდაც, Twitter-ის დღის წესრიგს აუწყო ფეხი.

ესაა ადგილი, სადაც შეგიძლია, 2 წამით იცინო ან იტირო, ან უბრალოდ, მოკლა დრო მაშინ, როცა წარმოდგენა არ გაქვს, რა ქნა.

თბილისის კომუნიკაციის სკოლაში Data Driven Marketing-ის ახალი კურსი დაიწყო!

რას აქცევენ ყურადღებას ქართული ბიზნესის შემოწმებისას?