in

Thomas The Tank Engine თავის პირველ აუტისტ პერსონაჟს წარმოგვიდგენს

მატარებლების ფლოტში Thomas the Tank Engine თავის პირველ აუტისტ პერსონაჟს მიესალმება, რათა მას მრავალფეროვნება შემატოს და ბავშვებისთვის ინკლუზიური გარემოც შექმნას.

საინტერესოა ისიც, რომ Bruno the Brake Car-ს 9 წლის აუტისტი ხმის მსახიობი ელიოტ გარსია გაახმოვანებს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს. ქვეყნის მიღმა კი ამაზე ჩაკ სმიტი, 10 წლის აუტისტი ხმის მსახიობი, იზრუნებს. ბრუნოს წარმოგვიდგენენ, როგორც მატარებელს, რომელსაც ხუმრობები, განრიგის შედგენა და რუტინა უყვარს. 

ამბობენ, რომ პერსონაჟის შექმნისას საკმაოდ დიდი სიფრთხილე გამოიჩინეს, რადგან მათ სურდათ, აუტისტი ბავშვების წარმოდგენები ზუსტად აესახათ. ხოლო იმისათვის, რომ სწორად გამოხატოს თავისი ემოციები, ბრუნოს შეუძლია მისი კიბეები ამოძრაოს და სხვებს შეატყობინოს, რომ რაღაცაზე ღელავს. მას ყურის დამცავებიც კი აქვს, რათა მეგობარი მატარებლების ხმაურისგან თავი დაიცვას. რაც შეეხება პატარა ფარანს, ეს ბრუნოს ემოციურ მდგომარეობებს გვაჩვენებს. 

უნდა აღვნიშნოთ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანთა წარმოდგენა მედიაში საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხია. განსაკუთრებით კი ბავშვებში, რათა მათ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები ზუსტად ისე მიიღონ, როგორც სხვები. 

ადამიანები „დაჟანგვის ველს“ წარმოქმნიან, რაც ჰაერის შემადგენლობას ცვლის

რა არის Google Keyword Planner და აქვს თუ არა მას ალტერნატივები