in

თითის ტრავმის გამო 25 წლის გეიმერმა კარიერა დაასრულა

ის ცხოვრებაში ყველაზე რთულ ფიზიკურ თუ მენტალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა

Sporti
Sporti

Call of Duty-ის გეიმერი, 25 წლის თომას პაპარატო (Thomas ‘ZooMaa’ Paparatto), რომელიც New York Subliners-ში თამაშობს, იძულებულია, ხელების ტრავმის გამო, თამაშს თავი დაანებოს.

“გული მწყდება, რომ თავი უნდა დავანებო საქმეს, რომელშიც 8 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მთელ სულსა და გულს ვდებდი” – წერს თომასი “თვითერზე”.

მას შემდეგ, რაც თომასმა ხელის ტრავმა მიიღო და ოპერაციის საჭიროება დადგა, მან საკმაოდ მძიმე პერიოდი გადაიტანა და როგორც თავად ამბობს, ცხოვრებაში ყველაზე რთულ ფიზიკურ თუ მენტალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამაც სტრესი და შფოთვა გამოიწვია.

“არ მსიამოვნებს შეჯიბრში მონაწილეობა, როდესაც მე ვერ ვიქნები ZooMaa, რომელიც ყველამ იცის და ყველას უყვარს. ვგრძნობ, ეს არ არის სამართლიანი ჩემი ან ჩემი გუნდის მიმართ. თანაც ეს კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ჩემს ხელს” – ამბობს თომასი.

თომასს ბევრმა გეიმერმა აგრძნობინა მხარდაჭერა. მათი თქმით, არავის შეუძლია ზუსტად გაიგოს ის ტკივილი, რომელსაც ახლა ის განიცდის ამ ტრავმის და საყვარელი საქმის მიტოვების აუცილებლობის გამო.


არ დანებდე, სანამ პასუხს არ მიიღებ! [ანიმაცია]

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, ProductTank Tbilisi კვლავ ბრუნდება 2021 წლის პირველი შეხვედრით!