Thorn & Burrow Wines მომხმარებლებს უნიკალურ და არატრადიციულ ღვინის ნაზავს სთავაზობს. როგორც ამბობენ, ეს სხვაგან არც არსად შეგხვდებათ… ამიტომ, მათი მიზანი ასეთივე უნიკალური ეტიკეტის შექმნა იყო, რასაც ტრადიციებისგან შორს მყოფი ტიპოგრაფიული დიზაინით უპასუხეს. TRÜF Creative-ში კარგად იცოდნენ, რომ ის, რაც თვალს იზიდავს, ცნობისმოყვარეობასაც აღძრავს და მნახველს უბიძგებს, დააგემოვნოს, როგორია ამ ბოთლების შიგნით არსებული სითხე… ამ გამოწვევასთან გამკლავება კი შავი, წითელი, მწვანე და ვარდისფერი აქცენტებით სცადეს: