in

Threads-ს 3 ახალი ფუნქცია ემატება

მიუხედავად იმისა, რომ Threads ერთი თვის წინ ამოქმედდა და მას ბევრი ადამიანი სრულ უაზრობად მიიჩნევდა, მისი ხელმძღვანელები აქტიურად მუშაობენ რეგულარულ განახლებებზე. ამჯერად პლატფორმას სამი ახალი ფუნქცია ემატება, რათა მომხმარებლებისთვის მეტად საინტერესო, ყოვლისმომცველ ციფრულ სივრცედ იქცეს.

როგორც მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა, ამიერიდან მომხმარებლებს შეეძლებათ, პირადი მესიჯების ფუნქციით ისარგებლონ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სოციალურ ქსელებს არა მხოლოდ პოსტების დასაწერად, არამედ ერთმანეთთან სასაუბროდაც ვიყენებთ და ამისთვის სხვა აპლიკაციის ცალკე გახსნა არ უნდა გვჭირდებოდეს.

გარდა ამისა, აპლიკაციას ემატება ცვალებადი „ალტერნატიული ტექსტის“ ფუნქცია, რომელიც ატვირთული ფოტოებისა და ვიდეოებისთვის, რათა კრეატორებმა კონტენტის ადვილად მოძებნა, ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ.

და ბოლოს, ემატება ახალი ღილაკი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პოსტში მარტივად მონიშნონ სასურველი პირი. ასევე, შესაძლებელია მიმდევრების სასურველი თანმიმდევრობით დახარისხება.

როდისაა საუკეთესო დრო Facebook რეკლამის გასაშვებად?

5 არტისტი, რომელთა ნამუშევრებიც გარემოს დაცვას ეხმიანება