in

Meta-ს ილუსტრატორი Threads-ის 40 დაწუნებულ ლოგოს აქვეყნებს

ერთი წლის წინ მოგიყევით, რომ Instagram-მა X-ის (Twitter) ახალი კონკურენტი აპლიკაცია Threads ჩაუშვა, ერთი კვირაც არ იყო გასული, მომხმარებლების რიცხვი რომ გაუნახევრდათ, თუმცა არსებული დაბრკოლებების გადალახვა ასე თუ ისე მოახერხეს და უკვე პირველ დაბადების დღეს ზეიმობენ…

BOG
BOG

ამ მნიშვნელოვანი ამბისთვის ინსტაგრამის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ და მეტას ილუსტრატორმა ჯეზ ბუროუსმა გადაწყვიტეს, ჩვენთვის კადრს მიღმა სცენები ეჩვენებინათ, ანუ ის 40 ლოგო, რომლითაც შესაძლო იყო, ჩვენთვის აპლიკაცია გაეცნოთ.

ამგვარად, ახლა იმ ლოგოებს გაჩვენებთ, რომლებზეც თავის დროზე უარი განაცხადეს. ეს შემოქმედებით პროცესზე დაკვირვების საშუალებასაც მოგვცემს, რაც მინიმალიზმით იწყება და აბსტრაქტულ ფორმებამდეც მიდის. ზოგიერთი ინსტაგრამის ლოგოს მოგაგონებთ, ზოგიერთი კვანძებს, აქ ღიმილის ვერსიასაც ნახავთ… 

გავრცელებულმა ნიშნებმა მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა, გაჟღერდა კიდეც, რომ რამდენიმე ლოგოს ერთდროულად არსებობაზეც არ იტყოდნენ უარს. ამაზე პლატფორმა რას აპირებს, ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ იმის თქმა კი შეგვიძლია, რომ ლოგო, რომლითაც დღეს Threads-ს ვიცნობთ, Burrows-ს ეკუთვნის. შთაგონება @ ნიშანი გახლდათ, რითაც იმ უსასრულობისა და კავშირის ცნებებიც ასახეს, რომლებიც Threads-ისთვის, როგორც ბრენდისთვის, მნიშვნელოვანია.

საინტერესოა, რომ ლოგოსთან ერთად, Threads-ის სახელსაც უამრავი ვარიანტი უძღოდა წინ, 50/50-ზე იყო Epigram-ის დარქმევის შანსი, ზოგიც Textagram-ს უჭერდა მხარს… Threads-ის ყველა ლოგოს ნახვას უფრო ახლოდან, ამ ბმულზე შეძლებთ. შემდეგ კი გვითხარით, თქვენ რას იზამდით ადამ მოსერის ადგილზე? პლატფორმის ამჟამინდელი სახელი და ლოგო მისაღებია თუ აქ უკეთესიც აღმოაჩინეთ?

 

„არქიში” ერთ დღეში 114 ბინა გაიყიდა

3 რამ, რასაც ბიზნესლიდერები ბონ ჯოვის 40-წლიანი კარიერის მაგალითზე ისწავლიან