in

Threads ჰეშტეგებს # სიმბოლოს გარეშე გვთავაზობს

M2

Meta-ს სოციალურ ქსელ Threads მომხმარებლებისთვის ახალი ამბავი აქვს — მათ თითოეულ პოსტში მხოლოდ ერთი თემის მონიშვნა შეეძლებათ, რათა ტეგების სპამს თავი აარიდონ. ოღონდ # სიმბოლოს გარეშე… სატესტო რეჟიმი ერთი თვის წინ დაიწყო, ახლა კი უკვე ფუნქციას გლობალურად უშვებენ. 

ჰეშტეგებისგან განსხვავებით, ადამიანებს შეეძლებათ, კონკრეტულ ფრაზაში გამოტოვებები სხვა სპეციალურ მახასიათებლებთან ერთად გამოიყენონ. მომხმარებლებს შეეძლებათ პოსტზე არსებულ ტეგზე დაკლიკება, რათა გახსნან სხვა თემებიც, რომლებიც ამ ჰეშტეგით დაწერილა. ამისთვის საძიებო ველში უბრალოდ ტეგის ჩაწერაც შეუძლიათ. 

მართალია, Threads ტრენდების სექცია ჯერ არ აქვს, მაგრამ აქ პოპულარული ტეგების ნახვა შეგიძლიათ. ხოლო, თუ ჩათვლით, რომ რომელიმე სპამია, შეურაცხმყოფელია ან სიძულვილის ენას ემსახურება, მის დარეპორტებასაც მოახერხებთ. თუმცა იმის გამო, რომ მხოლოდ ერთი ჰეშტეგის გამოყენებაა შესაძლებელი, ამან აუდიტორია შეიძლება შეზღუდოს — NBA-ის ტეგი კი არსებობს, მაგრამ აქვეა NBAThread და NBA THreads-იც…

და მართალია, Threads-მა რეკორდული მაჩვენებლები შემოგვთავაზა, ჯერ მზარდი მომხმარებლების რაოდენობით, შემდეგ კი მათი უეცარი შემცირებით, მაგრამ ამჟამინდელი სტატისტიკა დადებითია…

როგორ ვისწავლოთ უფრო სწრაფად და მოქნილად?

საქართველოში და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი