in

მალე Threads-ზე პოსტების მუსიკით ატვირთვას შეძლებთ

M2

როგორც გავიგეთ, მეტას Threads-ს სურს, მალე, მომხმარებლებს პოსტებზე მუსიკის დამატების შესაძლებლობა მისცეს. ზუსტად ისე, როგორც ამას მეტას სხვა სოციალურ აპლიკაციებში Instagram-სა თუ Facebook-ში ვაკეთებთ. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Threads ილონ მასკის X-ის კონკურენტია… 

ფუნქცია ახლა განვითარების ფაზაშია, ამიტომ ჯერ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა ფიქრობენ, რომ პოსტებზე მუსიკის დამატების არჩევანი მომხმარებლებს თავიანთი მუსიკალური გემოვნების წარმოჩენასა და პოსტების გამრავალფეროვნებაში დაეხმარება. მიუხედავად ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ მომხმარებელთა ნაწილს სულაც არ მოსწონს პოსტების მუსიკით განთავსება, რადგან ამას ყურადღების გამფანტველად მიიჩნევენ.

უფრო ადრე ისიც გავიგეთ, რომ Threads პროფილებზე ქავერის ფოტოების დამატებას გეგმავდა… თუმცა, ზუსტად როდის ჩაუშვებს ახალ ფუნქციებს, ეს ჯერჯერობით უცნობია.

დონალდ ტრამპს საინაუგურაციო Coca-Cola აჩუქეს

ვის ანიჭებენ უპირატესობას მშობლები შვილებს შორის, კვლევის თანახმად