ბევრი რამ არის, რასაც Threads ჯერ ვერ გვთავაზობს, თუმცა რადგანაც X-ის (ტვიტერის) ჩანაცვლებას ისახავს მიზნად, სიახლეებითაც გვანებივრებს. მიუხედავად ამისა, მომხმარებლებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ერთმანეთს პირად შეტყობინებებში მიწერონ… ტექნიკურად, ჰეშტეგებს კი გამოიყენებენ, მაგრამ ესეც გამოუსადეგარია, რადგან მასზე კლიკით ვერ გადახვალთ. არც კონკრეტული თემების სექციები აქვს, არც ალტერნატიული ტექსტების რედაქტირების საშუალება ჰქონდათ და არც დესკტოპზე შეეძლოთ მისი გამოყენება. თუმცა ყველაფერი ეტაპობრივად იცვლება…
სულ ახლახან Threads დესკტოპზე ჩაეშვა, ანუ მომხმარებლები პოსტების გაზიარებას უკვე საკუთარი კომპიუტერიდანაც შეძლებენ. მეტამ Following-იც დაამატა, რითაც აპლიკაცია მომხმარებელზე მეტად მორგებული გახადა. ამასთან, ახალი Reposts-ის ჩანართიც. ახლა კი საძიებო ველს ამატებს და კონკრეტულ ქვეყნებში ამ ფუნქციის გატესტვას იწყებს.
ეს ამბავი მარკ ცუკერბერგმა Threads-ის პოსტით გაგვიზიარა: „Get excited — search is coming to Threads“ და ტექსტს Fast and Furious-იდან ვინ დიზელის GIF დაურთო:
საინტერესოა ისიც, რომ დიზელს Threads-ის ექაუნთი ჯერ არ აქვს და კვლავ X-ის მომხმარებელია…