in

სავარაუდოდ, Threads ახალ Trends-ის ფუნქციას შემოგვთავაზებს

M2

X-ს რომ კონკურენცია უკეთ გაუწიოს, ინსტაგრამის Threads ახალი, თანაც მოთხოვნადი ფუნქცია Trends-ის დამატებას აპირებს. ამ სიახლეზე კი თანამშრომლის შემთხვევით გამოქვეყნებული სქრინიდან ვიგებთ, სადაც ნაჩვენებია ტრენდული თემების დანომრილი სია. ეს მომხმარებელმა უილიამ მაქსმა შეამჩნია, რომელიც ეჭვობს, რომ სქრინი შიდა ჯგუფებში გაზიარებისთვის იყო გამიზნული, დიახ, მხოლოდ მეტას თანამშრომლებისთვის… თუმცა მაიკროსოფტის ამბის მერე აღარაფერი გვაკვირვებს და ახლა, რადგან უკვე ვიცით, რას უნდა ველოდოთ, მოდით, დეტალებიც განვიხილოთ.

სურათი ისეთ ტოპ ტრენდებს გვაჩვენებს, როგორებიცაა დრეიკის ახალი ალბომი, Latin Music Week, Loki Season 2 და ა. შ. თუმცა X-ისგან განსხვავებით, Trends-ს არ ახლავს თემატური ჩამონათვალი, იქნება ეს ახალი ამბები, სპორტი და გართობა თუ სხვა რამ… არც ტრენდების სიას ვხდებით, რომლებიც For You-ს მსგავსად პერსონალიზებულია. 

ჩვენ არ ვართ ახალი ამბების მხარდამჭერი, ნიუსები უკვე არის Threads-ზე, უბრალოდ ვცდილობთ ზედმეტი დაპირებები თავიდან ავირიდოთ, რადგან ეს ის შეცდომაა, რომელიც როგორც კომპანიამ, წარსულში ბევრჯერ დავუშვით, — განმარტავს ადამ მოსერი, ინსტაგრამის ხელმძღვანელი.

ასე კი, შესაძლოა, ისიც აიხსნას, თუ რატომ არ გამოიყენა Threads-მა Trends მთავარ იარაღად X-თან ბრძოლისას… ამ დრომდე კი აპლიკაციაში ახალ ამბებსა და ტრენდებთან დაკავშირებული ისეთი ტერმინები დაბლოკეს, როგორებიცაა კოვიდი, ვაქცინაცია, პორნო. როგორც მარკ ცუკერბერგი ამბობს, მიზეზი ერთია: სურთ, აპლიკაციის კულტურა გახდეს მეტად პოზიტიური და მეგობრული ადგილი დისკუსიებისთვის, განსხვავებით X-ისგან, რომელიც ნეგატიური და კრიტიკულია.

ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს X-თან კონკურენციის გაწევის მიზნით გაკეთდა, თუმცა აქ Threads მარტო არ არის, არც ჯეკ დორსის Bluesky და არც Pebble ან Spill უნდა დავივიწყოთ… მართალია, ახალი პლატფორმა რეკორდსმენი გახდა დარეგისტრირებული და შემდგომში დაკარგული მომხმარებლებით, მაგრამ ახლა ახალი ფუნქციებით კვლავ ცდილობს, ისინი გააქტიუროს ან თუნდაც ახალ სეგმენტზე გავიდეს. როგორც ამბობენ, ტრენდები მას ამ მიზნის მიღწევაში ძალიან დაეხმარება. 

თუმცა, სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ, Threads-ს ამჯერად გლობალურად 135 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს, როცა X-ის შემთხვევაში კონკრეტული მაჩვენებელი 666 მილიონს უდრის — გამოდის, ცუკერბერგს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, მასკს რომ დაეწიოს.

„თანამედროვე სოფლის მეურნეობა მექანიზაციის გარეშე გამორიცხულია“ – ვასილ გურასაშვილი

ინვესტიციები თიბისის ციფრულ ბანკში – დაიწყე ინვესტირება საკომისიოს გარეშე