in

Threads-ის წაშლას ინსტაგრამის გაუქმების გარეშეც მოახერხებთ

„ერთხელ თუ შეხვედი, ვეღარ გამოხვალ“ — ზუსტად ასეთი პრინციპით მოქმედებდა ამ დრომდე Threads. ყოფილი ტვიტერის და ამჟამინდელი X-ის კონკურენტად შექმნილი სოციალური ქსელი სწრაფად მოექცა მომხმარებელთა ყურადღების ქვეშ, მაგრამ იმპულსი მალე გაქრა. მალე დაიწყეს იმაზე ჩივილი, რომ პლატფორმას ნაკლები ფუნქციები ჰქონდა თუნდაც X-თან შედარებით. მას აკლდა თეგები, პირადი შეტყობინებები და დესკტოპიდან კონტენტზე წვდომის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, მთავარი პრობლემა ზემოხსენებულ პრინციპს უკავშირდებოდა. მომხმარებლები Threads-ს მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ ერთის წაშლა მეორის დათმობის გარეშე. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ კი ეს პრობლემა გადაჭრეს — ამიერიდან Threads-ის ანგარიშის გაუქმება ინსტაგრამზე არ იმოქმედებს და პირიქით.

თუმცა სხვა მხრივ მოლოდინები არ დაუკმაყოფილებიათ და ბევრისთვის კვლავ მოსაწყენ პლატფორმად რჩება. როგორც ადამ მოსერი აცხადებს, პირადი შეტყობინებების დამატებას არც კი განიხილავენ…

რა არის ტინიტუსი და რა იწვევს მას? — კვლევა

4 რჩევა დროის მენეჯმენტისთვის