in

მფრინავი ჟირაფი Three UK-ის სახალისო ანიმაციაში

საზღვარგარეთ წასვლის დროს, როუმინგით სარგებლობა ერთი დიდი თავის ტკივილია ხოლმე, არ იცი, რა შეიძლება ღირდეს დარეკვა, მაგალითად, სახლში, ან როდის ამოიწურება ანგარიშზე ბალანსი. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, უცხო ქვეყანაში ვიზიტზე უფრო დამაბნეველი, ტელეფონით სარგებლობაა. თუმცა, ბრიტანული სატელეფონო კომპანია Three UK, მომხმარებელს განსხვავებულ, მარტივ როუმინგსა და დაბალ ტარიფებს სთავაზობს, ამასთან, თავისი მიმზიდველი სერვისებისთვის ძალიან სახალისო, სარეკლამო ვიდეორგოლსაც წარმოგვიდგენს. ანიმაციაზე სააგენტო Wieden+Kennedy London-მა იმუშავა და ჩვეულებრივი როუმინგის მომხმარებელი საყვარელ, გაუბედავ ჟირაფს მიამსგავსა. ხოლო, ისინი, ვინც Three UK-ის მომსახურებებით სარგებლობენ, პირდაპირი მნიშვნელობით, ააფრთიანა.

BOG

 

ექსპოჯორჯიაში ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა და ბიზნეს კონფერენცია BUYBRAND Transcaucasia ჩატარდება

Gamoiwere.ge – საიტი კომპანიების ონლაინ მაღაზიებისთვის