18
Jul
2019

რაში გამოვიყენოთ ცეცხლისმფრქვეველი დრონი Throwflame TF-19

18 Jul 2019

veon
veon


დღეიდან, უკვე იყიდება ცეცხლისმფრქვეველი დრონი Throwflame TF-19, თუმცა, ეს ცოტა საშიშადაც კი ჟღერს და თუ დეინერის ტარგარიენი არ ხართ, ერთი შეხედვით, ბუნდოვანიც კია, თუ რაში შეიძლება გამოიყენოთ ის. დრონის შემქმნელები ამბობენ, რომ მისი დახმარებით სხვადასხვა ამოცანის გადაჭრა გაცილებბით მარტივი იქნება. მაგალითად, კრაზანების ბუდის განადგურება, გამხმარი ბალახის გადაწვა მინდვრებზე, ან ელექტროხაზების გაწმენდა სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისგან (ფრინველების ბუდეებისგან, ქარის დახმარებით, ელექტროხაზებზე აღმოჩენილი სხვადასხვა მატერიისგან და ა.შ.). დრონი საწვავის ავზითაა აღჭურვილი, რომლის დახმარებითაც იძენს იმ თვისებას, რაც სხვა საჰაერო მოწყობილობებისგან გამოარჩევს – ცეცხლის ფრქვევის ფუნციას. აქტიური ცეცხლის უწყვეტი გახსნა მას 100 წამის განმავლობაში შეუძლია.

ცეცხლისმფრქვეველი დრონის ფასი 1499 დოლარია, თუმცა, ამ ფასში მისი სრული კომპლექტი არ შედის. მაგალითად, არ შედის დრონის სამართავი მოწყობილობა. დრონი DJI S1000, ფრენის მმართავი A2-ით, 6S 16,000mAh LiPo ელემენტითა და TBS Tango R/C-თ 2600 დოლარამდე ღირს.

განხილვა