Thundertruck ელექტრო სპორტული მანქანის საოცარ ნიმუშს წარმოადგენს. მზის ტენტებით აღჭურვილი ავტომობილი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომელთა ცხოვრების წესსაც მუდმივი მოგზაურობა წარმოადგენს.
Wolfgang I.P.-ის მიერ შექმნილი ეს ელეგანტური, მრავალფუნქციური ელექტრო მანქანა თანამედროვე დიზაინის პრინციპებს ეფუძნება. როგორც დიზაინერები აღნიშნავენ, ამ ავტომობილის ძირითად შთაგონებას ავსტრალიის გარეუბნები და ნებისმიერ რელიეფთან თავსებადი უახლესი ტექნოლოგია წარმოადგენდა.
მისი აჩქარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 3.5 წამში აღწევს. თანაც, იგი ძლიერი ელექტროძრავით გამოირჩევა. ასევე, დამხმარე მოწინავე სისტემები სახიფათო გზებზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც ყველა მძღოლს მეტ კომფორტს შეუქმნის.

გარდა ამისა, ავტომობილში ინტეგრირებულია კემპინგის კარავი, რომელიც საჭიროების მიხედვით ფართოვდება და პატარავდება. ამასთანავე, მას თან ახლავს მრავალფუნქციური შესანახი უჯრაც კი, გასაშლელი სამზარეულოთი ან მაცივრით. რომ აღარაფერი ვთქვათ დრონზე, რომელიც მანქანის სახურავიდან აფრენის შემდეგ მძღოლს ტერიტორიის დაზვერვაში ეხმარება, რათა ადგილმდებარეობის შეფასება გაცილებით ადვილი იყოს.

უფრო მეტიც, 180 კვტ/სთ სიმძლავრე 4×4 ბატარეით (800 ცხენის ძალით) შეიძლება, 6×6 ბატარეით (940 ცხენის ძალით) ჩანაცვლდეს.





















