9
ივლ
2018

თი ბოტს ხმოვანი ბრძანების ახალი ფუნქცია დაემატა

9 ივლ 2018

თიბისი ბანკის მიერ შექმნილ ჩატ ბოტ, თი ბოტს, ინოვაციური ფუნქცია დაემატა. თი ბოტის მესენჯერ აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება (თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება), ინფორმაციის მიღება (დაგეგმილი ივენთების, ახლომდებარე ბანკომატებისა და ამინდის შესახებ) და ასევე  TKT.GE-დან ბილეთების შეძენა, ხმოვანი ბრძანების ფუნქცია დაემატა.

ხმოვანი ბრძანების ფუნქციით მომხმარებელი ზემოთ ხსენებული აქტივობების შესრულებას უკვე ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნითაც შეძლებს. თი ბოტი იგებს ხმოვანი შეტყობინებით მიღებულ დავალებებს და შესაბამისად, რეაგირებს მასზე.

მომხმარებელმა თი ბოტთან ჩათში უნდა დააჭიროს მიკროფონის ნიშანს და ხმოვანი ბრძანების სახით თქვას სასურველი აქტივობა მაგალითად “გადარიცხე 5 ლარი გიორგისთან”, “დღეს რა ამინდია, თი’’,  “რამდენი მაქვს ბალანსი ანგარიშზე’’ და ა.შ.

თი ბოტს ესმის ეს ხმოვანი ბრძანებები და  პასუხებს წერილობით რეჟიმში აბრუნებს.

ამ ტექნოლოგიურ სიახლესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია 9 ივლისს ჩატარდება, fabrika-ს საკონფერენციო დარბაზში.

თიბოტის სიახლეებზე, კერძოდ, ხმოვან ბრძანებასა და ინოვაციურ გადარიცხვაზე – თი ტრანსფერი, აღნიშნულ შეხვედრაზე თიბისის მულტიჩენელის განვითარების განყოფილების უფროსი ზვიად წოწკოლაური და PULSAR AI-ის აღმასრულებელი დირექტორი დაჩი ჭოლაძე ისაუბრებენ.

[R]

განხილვა