in

თიბისი ბანკის ინოვაციურმა პროექტმა – თი ბოტი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

თიბისი ბანკის ინოვაციურმა პროექტმა “თი ბოტი” პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურს The Payments Awards-ზე, საუკეთესო ალტერნატიული გადახდის პროექტის კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს გამარჯვება თი ბოტმა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული თი ტრანსფერის ფუნქციის წყალობით მოიპოვა, რომლის მეშვეობითაც თი ბოტის დახმარებით  მესენჯერის აპლიკაციიდან გაუსვლელად თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი. თიბისის ჩატ ბოტი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით  მომუშავე ქართულმა კომპანია Pulsar AI-იმ შექმნა. წელს ის the Payments Awards-ზე პირველად წარსდგა.

BOG
BOG

 

The Payments Awards ფინანსური სექტორის ინოვაციებისა და მიღწევების კონკურსია, რომელიც ლონდონში იმართება. ყოველ წელს ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით აფასებენ.

“თი ბოტის” გამარჯვებასთან დაკავშირებით ჩვენ თიბისის მულტიჩენელის დეპარტამენტის პროდუქტებისა და დიზაინის ჯგუფის უფროსი, თეა კობახიძე გვესაუბრა:

“თიბისიმ მიიღო ჯილდო ყოველწლიურ დაჯილდოებაში “The payments awards”, რომელიც ლონდონში იმართება ხოლმე. გავაკეთეთ განაცხადი თიბისის სახელით და მოვიგეთ ჯილდო “საუკეთესო ალტერნატიული გადარიცხვის მეთოდის” კატეგორიაში. “მესენჯერის” სასაუბრო ჩატში თი ბოტი-ს აქვს ღილაკი, რომლითაც შესაძლებელია გადასვლა თიბისი ბანკის ანგარიშზე და იქვე მონიშვნა, რა თანხის გადარიცხვა გსურთ. შემდგომ არსებულ ინფორმაციას უგზავნით მას, ვისაც გინდათ, რომ გადაურიცხოთ და იმ ინფორმაციის გახსნით იგი ავტომატურად გადაჰყავს საკუთარ ანგარიშზე, სადაც ჩაირიცხება თანხა. ეს გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პროდუქტი არის ქართული და მან მსოფლიო დონის კომპანიებს და Fintech-ებს მოუგო. ამით საკუთარ თავს დავუმტკიცეთ ის, რომ ჩვენც შეგვიძლია მსოფლიო დონის პროდუქტის შექმნა.”

თი ბოტი, ბანკის მიერ შექმნილი მესენჯერ აპლიკაციაში ინტეგრირებული ჩატ ბოტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება (თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება), ინფორმაციის მიღება (დაგეგმილი ივენთების, ახლომდებარე ბანკომატების, ამინდის შესახებ),TKT.GE-დან ბილეთების შეძენა და სხვა. თი ბოტის და მისი ფუნქციების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ ბოტის გვერდს.

როგორი იქნება თბილისის განახლებული სატელევიზიო ანძა? [ფოტო]

ჯიბის კომპაქტური საფერფლეები – თამბაქოს მოხმარების იაპონური კულტურა საქართველოში