in ,

„რა გსურს სინამდვილეში?“ – თიბისი სტატუსის კონცეპტუალური ვიდეორგოლი

თიბისი სტატუსის ახალი, ექსპერიმენტული ვიდეორგოლი „რა გსურს?“, ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერლის, ალან უოტსის ლექციის აუდიო ფრაგმენტის, გერმანელი მუსიკოსის, ნილს ფრამის კომპოზიციისა და მინიმალისტური, შავ-თეთრი სიუჟეტის კონცეპტუალურ გადაწყვეტას წარმოადგენს. თიბისი სტატუსმა გზავნილს – „მეტი დრო ცხოვრებისთვის“, რომელიც ემსახურება ბანკთან დაკავშირებული რუტინისგან გათავისუფლებასა და საყვარელი საქმის კეთებას – ლოგიკური გაგრძელება მოუძებნა და ადამიანებს იმაზე დაფიქრების იმპულსი მისცა: „რა მსურს სინამდვილეში?“ ვიდეორგოლის შესრულება სააგენტო HOLMES&WATSON-ს ეკუთვნის, ხოლო რეჟისურა – გიორგი პოპიაშვილს.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tbcstatus/videos/10155086270331188/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1”]
გიორგი პოპიაშვილი, რეჟისორი: დავალება იყო, გაგვეგრძელებინა თიბისი სტატუსის საიმიჯო კომუნიკაცია, რომელიც დაახლოებით, ნახევარი წლის წინ დავიწყეთ. თუ პირველ რგოლში ჩვენი მთავარი გზავნილი იყო „აკეთე უსასრულოდ, შეუზღუდავად ის, რაც გიყვარს, გსიამოვნებს“, ამ ეტაპზე ვიფიქრეთ, ლოგიკური გაგარძელება იქნებოდა, თუ დავსვამდით შეკითხვას: რა გსურს, რა გსიამოვნებს სინამდვილეში? ვფიქრობ, ძალიან აქტუალური კითხვაა. ბევრი ადამიანი მიჰყვება დინებას, გავლენას. არა მარტო პროფესიული კარიერის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, ცხოვრების სტილის კონტექსტში.

M: როგორი იყო მუშაობის პროცესი?
სააგენტო HOLMES&WATSON-თან ერთად კონცეფციაზე ფიქრის დროს გაგვახსენდა ალან უოტსი, რომელსაც თავის ლექციებში საინტერესოდ და შთამბეჭდავად აქვს გაშლილი ისეთი თემები, როგორიც არის დრო, სიცოცხლე, საყვარელი საქმის კეთება და ა.შ. შევარჩიეთ აუდიო ფრაგმენტი მისი ლექციიდან და შემდეგ მოვიფიქრეთ მეტაფორული ვიზუალური ფონი, რომელიც ამ ტექსტს „მიჰყვება“. ვიდეორგოლზე მუშაობა თვეზე მეტს გრძელდებოდა. სცენების დიდი ნაწილი თბილისშია გადაღებული, ზღვის კადრი კი მალთაყვაში. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რგოლი დახვეწილი და შთამბეჭდავი გამოვიდა, ამაში კი ჯგუფის თითოეულ წევრსა და დამკვეთსაც გადამწყვეტი როლი მიუძღვის.ბეკი ფანცხავა, თიბისის პრემიუმ ბრენდების კომუნიკაციის ხელმძღვანელი: პირველი რგოლი ძალიან განსხვავებული და მასშტაბური გამოვიდა და გვინდოდა, რომ კიდევ უფრო საინტერესო რაღაც გაგვეკეთებინა. ჩვენი მთავარი მიზანი, პირველ რიგში, იყო, რომ ემოციური კავშირი დაგვემყარებინა ჩვენს მომხმარებლებთან და კიდევ ერთხელ დაგვემტკიცებინა, რომ მათ ენაზე, მათთვის საინტერესო თემაზე საუბარი შეგვიძლია. მგონი, განსხვავებული ვიდეორგოლი შეიქმნა როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსით. ალან უოტსი, ნილს ფრამი და შავ-თეთრი ესთეტიკა ძალიან მოუხდა ერთმანეთს და ბევრი გვეუბნება, რომ საინტერესო კომბინაცია გამოვიდა. კომუნიკაცია გრძელდება და ვაპირებთ, ისეთი კონტენტი და ფორმატი შევქმნათ, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისთვის არის აქტუალური.

კრეატიული სააგენტო: HOLMES&WATSON
რეჟისორი: Giorgi Popiashvili
არტ დირექტორი: Meri Giorgobiani
მუსიკა: Nils Frahm
ტექსტი: Alan Watts

UG-ის ინოვაციების ცენტრი სტარტაპერებს ბიზნეს იდეის განხორციელებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონია