სასაცილო, მოულოდნელი ფლეშ-მობი და ფარული კამერა. როგორც იტყვიან, ცხელ-ცხელი ემოციები და შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ყველაზე პოპულარული პროდუქტის/რეკლამის მფლობელი იქნებით.
შეიძლება თქვათ, რომ “აღარ არის აქტუალური ფლეშ მობები”, “რამდენი რეკლამა უნდა გადაიღონ ფარული კამერის დახმარებით”, რამდენიც არ უნდა გადაიღონ, თუ მესიჯს და იდეას სწორედ მოგვაწვდიან, მაყურებელი და აუდიტორია ამ ყველაფერს მივიღებთ და პროდუქტსაც მეტ ყურადღებას მივაქცევთ.
ფარული კამერით და ფლეშ მობით ტიკ-ტაკმა ისარგებლა. მათ მასშტაბური ფლეშ-მობი გააკეთეს, რა თქმა უნდა ფარული კამერაც არ დაავიწყდათ და “ტიკ-ტაკის ხრიკების” ახალი ვიდეო გადაიღეს.
ვიდეოში გამვლელს აჩერებენ და როგორც კი გამვლელი ამოისუნთქავს, რომ რაღაცა თქვას, მომენტალურად ყველა ძირს ეცემა, ამის გარდა დიდ ეკრანზე ქალაქის სხვადასხვა ქუჩები ჩანს, სადაც ამ ამოსუნთქვის გამო სხვებიც ეცემიან.
ყველაზე საშინელ ამოსუნთქვას რა თქმა უნდა, ტიკ-ტაკი შველის.