ილონ მასკმა მარსზე გამგზავრების ღირებულება გაასაჯაროვა. ბიზნესმენის განმარტებით, მარსზე გასამგზავრებელი ბილეთი 100 ათას დოლარზე ნაკლები ეღირება, უკან დაბრუნება კი უფასო იქნება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ეს მოგზაურობა არ მოეწონება. SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ადამიანებს ერთ დღეს წითელ პლანეტაზე წაიყვანს იმ მიზნით, რომ ისინი იქ იცხოვრებენ. გამგზავრება კი შედარებით იაფი ეღირება, თუმცა ბილეთის ღირებულება ნაწილობრივ იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რეალურად რამდენი იქნება მარსზე გამგზავრების მსურველი.

„ტვიტერზე“ დასმულ კითხვაზე, თუ რა ეღირება მგზავრობა, ილონ მასკმა უპასუხა, რომ ის საკმარისად იაფი იქნება იმისთვის, რომ ბევრმა სახლის მფლობელმა შეძლოს საცხოვრებლად გადავიდეს წითელ პლანეტაზე.
მასკი იმედოვნებს, რომ კოსმოსში მოგზაურობის მსურველები საბოლოოდ თავის არჩევანს SpaceX-ის ხომალდზე შეაჩერებენ, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმშია.
წყარო: bpn












