გენიალური იდეა სააგენტო Leo Burnett-მა ტაიდისთვის ( Tide ) განახორციელა.
სამწუხაროა, რომ ეს მხოლოდ ერთჯერადი აქცია იყო. პოლონეთის სტუდენტები ყოველ შაბათ-კვირას სახლში უზარმაზარი ჩანთებით ბრუნდებიან. ჩანთებში თითქმის ყოველთვის გასარეცხი ტანსაცმელი ყრია.
სააგენტო Leo Burnett-მა ტაიდს ახალი მაიკის იდეა შესთავაზა. მაიკაზე დატანილი ნახატის ნაწილი სარეცხი საშუალებაა, რომელიც უსაფრთხოდ არის დაფარული და ის მხოლოდ წყალთან შეხების დროს იხსნება.
ამ მაიკების გარეცხვა ძალიან მარტივია, ჩააგდებთ უბრალოდ წყალში ან სარეცხ მანქანაში, არც ფხვნილის დამატება უნდა, არც სპეციალური რეჟიმის დაყენება და არც ხელით რეცხვა. ის თავის საქმეს თვითონ აკეთებს.