in ,

ელექტრონული მუსიკით “დაინფიცირებულნი”! – Tiësto-სა და JAUZ-ის ვირტუოზული ტანდემი

Must See – ვიდეო ნებისმიერისთვის, ვინც ეძებს ენერგიას და ცოტათი მაინც უყვარს ელექტრონული სტილი. მუსიკა ადამიანების განწყობაზე ნამდვილად მოქმედებს, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ მას ჩვენს გარეგნობაზე მსგავსი ეფექტის მოხდენა შეეძლო. სარეკლამო სააგენტო Wieden + Kennedy-მ ადამიანების შინაგან განწყობაზე ელექტრონული ჰანგების გავლენა ვიზუალურად დაგვანახა. ამისთვის კი, თავის ახალ რგოლში უამრავი ფერადი ძაფი და გაწეწილი მელომანი ააცეკვა.

 

 

Tomorrowland ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალია მსოფლიოში. ეს ჭრელი და ენერგიული ვიდეორგოლი, ალკოჰოლურ სასმელების მწარმოებლის AB InBev-ის ფესტივალის სპონსორობასთან დაკავშირებით შეიქმნა. რგოლის შემქმნელები, ვიდეოს საშუალებით, მუსიკალურ სამყაროში ცნობილ DJ-ებთან, Tiësto-სა და JAUZ-თან ერთად, მთელი მსოფლიოს მელომანებს ფესტივალზე იწვევენ. ისინი მუსიკით იმ ადამიანების “ინფიცირებასაც” ცდილობენ, ვინც ფესტივალზე დასწრებას ვერ ახერხებს.

სარეკლამო რგოლზე სააგენტო Wieden + Kennedy-მ იმუშავა.

P.S. მსგავსი ვიზუალური ეფექტები სააგენტო Tech Insider-მა თავის მუსიკალურ ვიდეოში გამოიყენა, რომელმაც რამდენიმე საათში 4 მილიონი ნახვა დააგროვა.

პოპულარობა კარგია, ოღონდ, ასეთი არა! – Rexona-ს იუმორისტული კამპანია

როგორ ასწავლიან უგანდაში თანამედროვე ტერმინოლოგიას? – გაიცანით აფრიკელი ენტერპრენერები