in

„With Love, Since 1837“ — კამპანია Tiffany & Co-ს მემკვიდრეობაზე

Tiffany & Co ძვირადღირებული და დიდი ისტორიის მქონე იუველირული ბრენდია, რომელიც უახლესი კამპანიით საკუთარ მრავალფეროვან მემკვიდრეობას აფასებს. „With Love, Since 1837“ ბრენდის შიდა შემოქმედებითი ჯგუფისა და TBWA\Chiat\Day-ის ერთობლივი ნამუშევარია — ის ფოკუსირებულია მემკვიდრეობასა და ოსტატობაზე, რომლითაც „ტიფანიმ“ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

BOG

როგორც აღნიშნავენ, კამპანიის ძირითადი შთაგონება ჯინ მურისგან, ლეგენდარული დიზაინერისა და ფოტოგრაფისგან წამოვიდა. სწორედ ამ უკანასკნელმა გადაუღო ოდრი ჰეპბერნს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო პორტრეტი; შესაბამისად, „ტიფანის“ იმიჯის ჩამოყალიბებაშიც უდიდესი როლი ითამაშა.

გარდა ამისა, კამპანია ყურადღებას ამახვილებს „ტიფანის“ კლასიკურ ნამუშევრებზე, როგორიცაა 16 Stone Ring — ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც შექმნილია ჟან შლუმბერგერის მიერ 1959 წელს.

Stimorol – ცოტა რამ ბრენდზე, რომელიც 90-იანებს გვახსენებს

Live in Levi’s — ბრენდის მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ