in ,

თბილისში „ტიფანი ბარი“-ს ოფიციალური გახსნა გაიმართება !

დეკემბერში „ტიფანი ბარი“ -ს ოფიციალური გახსნა იგეგმება. 

დიმიტრი შველიძე („ტიფანი ბარი“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი): „ჩვენი გუნდის სურვილი იყო საქართველოში შეგვექმნა სრულიად განსხვავებული კონცეფციის დაწესებულება, რომელიც გამორჩეული იქნებოდა არსებული რესტორნებისა თუ ბარებისაგან, როგორც ინტერიერით, ასევე დიზაინით, ხედვითა და სამზარეულოთი. ვფიქრობ, რომ ყველა ეს  მიზანი შესრულებულია. დარწმუნებული ვარ ის დაიმსახურებს თბილისელების დიდ მოწონებას. ჩვენი გუნდიც საკმაოდ მაღალი კლასის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე და ეს უმთავრესია ბიზნესის წარმატებისათვის.”

tiffany bar

M: რამდენად იყო მოთხოვნა ამ ტიპის ბარზე ? 

ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში, რომელიც განვითარების საკმაოდ საინტერესო ეტაპზეა, სავსებით რეალურია ახალი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. არსებული ბაზრის ანალიზის შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ საინტერესო იქნებოდა, თუკი ქართველ მომხმარებელს შევთავაზებდით რაღაც ახალს და ექსკლუზიურს. თბილისში კვლავ აქტუალურ გამოწვევად რჩება მომსახურების სტაბილური და რაც მთავარია, მაღალი ხარისხი. ჩვენ ამ მხრივ მაქსიმალურად ვიმუშავეთ, რათა ტიფანიში სტუმრობა დაუვიწყარი გახდეს. გახსნის შემდგომ, ჩვენ არაერთი საინტერესო პროექტისა თუ ღონისძიების გამართვას ვგეგმავთ.

M: რა ტიპის სამზარეულოს სთავაზობს ტიფანი ბარი მომხმარებელს ? 

ტიფანი ბარი მომხმარებელს ძირითადად ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. გარდა აღნიშნულისა, ტიფანიში ჩვენი შეფ-მზარეულის მიერ უგემრიელესი დესერტები და სხვადასხვა ტკბილეული მზადდება. შემიძლია ასევე თამამად ვთქვა, რომ ქალაქში  ერთ-ერთი საუკეთესო ცხელი სასმელები და კოქტეილები სწორედ ტიფანიში მომზადდება.

M: სად მდებარეობს  „ტიფანი ბარი” ? 

„ტიფანი ბარი” მდებარეობს ძველ თბილისში, ბროსეს ქუჩის კუთხეში. ის განთავსდა სასტუმრო  „რივერ საიდი თბილისი”-ს პირველ სართულზე. აღსანიშნავია, რომ „ტიფანი ბარი” ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა.

Tiffany 2

Sainsbury’s-ს გენიალური რეკლამა და გაცოცხლებული საშობაო ისტორია!

რვა საშუალება, რომლითაც PR ეხმარება გაყიდვებს …და კიდევ ერთი, რომლითაც- ვერ