in

Tiffany & Co შობას ენდი უორჰოლის ბარათებით ხვდება

სადღესასწაულო სეზონის წინ Tiffany & Co-მ 2022 წლის ლიმიტირებული კოლექცია წარმოადგინა. ამისთვის კი ენდი უორჰოლის მიერ 50-60-იან წლებში შექმნილი ილუსტრაციებით შთაგონებული ბარათები გამოიყენა.

მხატვარმა, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ილუსტრატორად მიიჩნევა, სახასიათო სადღესასწაულო ბარათები შექმნა — ვარსკვლავებით, ხეებით, ფრინველებით და სხვა საშობაო დეტალებით. ამ ბარათებს მომხმარებლებს Tiffany & Co-ს ფლაგმანურ მაღაზიებში 1957 წლიდან 1962 წლამდე სთავაზობდნენ… ახლა კი ბრენდმა გადაწყვიტა, უორჰოლის ნამუშევრები განსხვავებული გზით დაებრუნებინა.

მომხმარებლებს შეუძლიათ, მრავალფეროვანი საჩუქრები აარჩიონ, რომლებზეც მხატვრის სადღესასწაულო მოტივებია დატანილი — მათ შორის, დესერტის თეფშები, სადღესასწაულო ბარათები, სათამაშო ბარათები, საშობაო დეკორაციები და ხელით მოხატული მინები. გარდა ამისა, სპეციალური გამოცემა მოიცავს House’s 2022 Advent Calendar-ს, რომელიც უორჰოლის საკულტო ილუსტრაციებს აფართოებს… მისი ფასადი ტიფანის ცისფერ ყუთებს მოგვაგონებს და 24 საჩუქრის გამოსავლენად იხსნება.

ლიბერთის ბარათით გადახდისას „ზოდი“-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!

TIMELESS by Nino Didia – თბილისში ახალი, ორიგინალური კონცეფციის ესთეტიკური ცენტრი გაიხსნა