იუველირულმა ბრენდმა Tiffany & Co-მ კოლექცია A Very, Very Tiffany Holiday-ს ფარგლებში, მოტოციკლი და ბილიარდის მაგიდა გამოუშვა. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა სამკაულების გვერდით კოლექციაში სწორედ ეს ნივთებია. კოლექცია საახალწლოა და ასევე მოიცავს მინიატურულ სათბურს ყვავილებისთვის და გაზქურას.













