in

Tiffany & Co.-ს მაღაზიის ფასადი გადამუშავებული პლასტმასასგან შექმნეს

სინგაპურის ჩანგის აეროპორტში Tiffany & Co.-ს მაღაზიას შეხვდებით, რომელიც MVRDV-მ მარჯნების შთაგონებითა და გადამუშავებული ოკეანის პლასტმასასგან შექმნა. ეს კი, ბუნებრივია, კომპანიის მდგრადობის მიზანს აკმაყოფილებს. 

გადამუშავებადი პლასტმასას ამ უჩვეულო წყაროს გამოყენებით დიზაინი მხოლოდ ინსპირაციას კი არ იღებს ოკეანიდან, არამედ მათ დაცვაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, — აცხადებენ დიზაინერები.

უშუალოდ დიზაინის შემუშავებისას კი MVRDV-ს გუნდმა ის ელემენტები დაადგინა, რომლებიც თავად ისაუბრებდა ტიფანის იდენტობასა და ისტორიაზე, დაწყებული საკულტო ცისფერი ფერიდან ინოვაციური მასალების გამოყენებამდე, რომელიც შთაგონებული იყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ლუის კომფორტ ტიფანის წვლილით მინის ხელოვნების სამყაროში.

ეს ეკრანი წინ წამოწევს შუშის ფენას, რომელიც ფერთა გრადიენტით დაიბეჭდა, გადადის ტიფანის ცისფრიდან მუქი ლურჯისკენ, რათა სინგაპურის ოკეანეზე მიგვითითოს, — აცხადებენ MVRDV-ში.

შერჩეული მასალები მთავარი ფაქტორი იყო პროექტის ინოვაციური ასპექტის განსასაზღვრად. ამის მისაღწევად Aectual-ის 3D ბეჭდვის ოსტატებმა შეიმუშავეს პროცესი, რომლითაც 50 მილიმეტრი სისქის ეკრანს გადამუშავებადი პლასტმასასგან აწარმოებდნენ, რაც სათევზაო ბადეებსაც მოიცავს. ბუნებრივია, ფასადის დიზაინს სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციებიც უნდა დაეკმაყოფილებინა, ამიტომ BUROMILAN-მა მას ქიმიური ნივთიერება დაამატა, რომლის შესაქმნელადაც ასევე ზღვის წყალი გამოიყენეს…

გეომეტრიულად „არაპროგნოზირებადი“ დიზაინი — Enigma

Space Perspective ორბიტაზე მყოფ ტურისტებს „კოსმოსურ სპას“ სთავაზობს