23
Oct
2015

სერიალის “ტიფლისი” მეორე სეზონის პრემიერა Cavea IMAX-ში შედგება

23 Oct 2015

სატელევიზიო პრემიერამდე, 29 ოქტომბერს, სერიალის მეორე სეზონის (➊ და ➋ სერიის) ჩვენება შედგება საქართველოში ყველაზე დიდ კინოეკრანზე კავეა აიმაქსი/ Cavea IMAX-ში (სავაჭრო ქალაქ “ისთ პოინთში”). ამ თემასთან დაკავშირებით, მარკეტერი კინოქსელ “კავეა აიმაქსის” მარკეტინგის მენეჯერს – დავით პირველაშვილის დაუკავშირდა.

M: რატომ გადავწყვიტეთ ამ სერიალის ჩვენება კინოთეატრში?

ეს არის რეალურად ტელეკომპანია GDS-ის და ჩვენი ექსპერიმენტული პროექტი.მსოფლიოში სულ ერთი პრეცედენტი არსებობს, რომ სერიალის ჩვენება მომხდარიყო კინოთეატრების ეკრანზე Imax -ის ფორმატში და ეს იყო “სამეფო კარის თამაშები”. რეალურად, ამ ნოვატორული იდეის გადაწყვეტილება სერიალის ავტორებთან ერთად იმიტომ მივიღეთ, რომ “ტიფლისი” არის მაღალი ხარისხის ორიგინალური ქართული დრამა, რომელსაც დიდი მოლოდინი აქვს და გვსურს, საჩუქარი გავუკეთოთ მაყურებლებს და მათი საყვარელი სერიალის, მეორე სეზონის პირველი და მეორე სერიის ნახვის შესაძლებლობა მივეცით კინოთეატრში Imax-ის ფორმატში, რადგან Imax კინოინდუსტრიაში ეს არის ყველაზე მაღალი ხარისხი”.

განხილვა