in

ლეგენდარული Tiga თბილისში, რომლისგანაც ველით „სიყვარულს, ბედნიერებასა და ზღაპრულ განცდებს“

31 მარტს, Spacehall-ში “A Mad Fox Tales-ი“ ლეგენდარულ DJ-სა და პროდიუსერ Tiga-ს უმასპინძლებს. ღონისძიება იწყება 23:00 საათზე. ტიგამდე კი მსმენელის წინაშე წარდგება DJ გიო შენგელია. ღონისძიების დეტალებზე, მარკეტერი ესაუბრა მელას.

BOG
BOG

M: მელა, A Mad Fox Tale-ით დავიწყოთ, რა არის ამ პროექტის ძირითადი იდეა, რას ნიშნავს სახელი და როდის დაიწყეთ ღონისძიებებზე მუშაობა?
Mad Fox Tales-ის სახელით წარმოდგენილია ორი პრომოუტერი, შოთა გამეზარდაშვილი და კახა ჩიქოვანი. ჩვენი საქმიანობა დაიწყო ბევრი წლის წინ, სადღაც 2005 წელს. ბოლო რამდენიმე წელია, ვთანამშრომლობთ, თუმცა ოფიციალურად ამ სახელის ქვეშ – იანვრიდან. ჩვენი გაერთიანება გამოიწვია ჩვენმა წარსულმა გამოცდილებამ, საერთო ხედვამ, ბაზრის ზრდამ, ახალმა მოთხოვნებმა. ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალებით ბევრად კარგი პროდუქტის შექმნა შეგვიძლია, რადგან აქამდე ჩვენი ერთნაირი ხედვისა და ინტერესების გამო ხშირად გვქონდა ინტერესთა კონფლიქტი. სახელს რაც შეეხება, ჰმ !M: როგორ გეგმავთ ხოლმე ღონისძიებებს, აუდიტორიის მოთხოვნიდან გამომდინარე, თუ ისე, რომ მსმენელს ნაკლებად მოთხოვნადი ჯგუფი/DJ გააცნოთ?ჩვენ მიერ ჩატარებული ღონისძიებები ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი გემოვნების ნაწილი, იქნება ეს ცნობილი სახელი თუ ჯერ მხოლოდ დამწყები, ეს ხომ შეშლილი მელას ზღაპრებია. ჩვენ ვქმნით პროდუქტს ჩვენი გემოვნებით, თუმცა სისულელე იქნება იმის თქმა, რომ არ ვითვალისწინებთ ბაზრის მოთხოვნებს.

M: Tiga-ს შემთხვევაში, რა წარმოდგენა აქვს ქართველ მსმენელს ელექტრონული მუსიკის ამ წარმომადგენელზე და რატომ შეარჩიეთ ის?
რა წარმოდგენა აქვს ტიგაზე ქართველ მსმენელს, ალბათ, ეს თვითონ ქართველ აუდიტორიას უნდა ჰკითხოთ და ამ შემთხვევაში, მე როგორც მსმენელი, ისე გიპასუხებთ. ტიგა არის ის არტისტი, რომელიც 80-იანი წლებიდან მოღვაწეობს და დღემდე არაერთი ჰიტი გვაჩუქა. 3 სტუდიური ალბომის ავტორია, ის ძალიან მუსიკალური არტისტია და მის შემოქმედებას ჟანრობრივი ჩარჩოები არ აქვს. ის თანამშრომლობს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Chilly Gonzales, Zombie Nation, რომელთანაც საერთო პროექტი აქვს, სახელწოდებით, ZZT.  მან დააარსა ლეიბლი Turbo Recordings, სადაც თავი მოუყარა და გაზარდა ისეთი არტისტები, როგორებიცაა: Azari & III, Brodinski, Zombie Nation, Proxy, Gesaffelstein. ვისაც ელექტრონულ მუსიკასთან შეხება აქვს, ტიგას, როგორც არტისტს, აუცილებლად ექნება მასზე გავლენა.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=b7IJVdBecqQ[/embedyt]


M:
როგორ დაახასიათებთ spacehall-ს, იმ სივრცეს, სადაც ღონისძიება იმართება და რას ურჩევთ სტუმრებს?

ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არტისტისა და ვენიუს შეხამებას, ვფიქრობთ ამ შემთხვევაში, ეს სწორედ მოვახდინეთ. სტუმრებმა უნდა დაიცვან დისციპლინა, ელემენტარული რიგის კულტურა და პატივი სცენ ერთმანეთს.

M: როგორ ხდება ბილეთების შეძენა და რას უნდა ელოდოს მსმენელი 31 მარტს დაგეგმილი ღონისძიებისგან?
სიყვარულს, ბედნიერებასა და იმ განცდებს, რომელიც მეორე დღეს ზღაპარივით მოეჩვენებათ. ბილეთების შეძენა ხდება როგორც ონლაინ eventer.ge-ს მეშვეობით, ასევე – კარზე. პრესეილზე არსებული ბილეთების რაოდენობა უკვე ამოიწურა, ამჟამად, დარჩენილია მხოლოდ 45 ლარიანი ბილეთები.

M: თქვენი ფოტოპროექტი რას გულისხმობს, რა კონცეფციის მატარებელია?
ჩვენი ფოტოპროექტი, სახელად Sunglasses at Night ტიგას ერთ-ერთი ჰიტის სახელიდან გამომდინარეობს. ფოტოპროექტში გადავიღეთ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩვენთან ერთად ამ საღამოს განწყობას შექმნიან. 
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=0jKIErtk6gg[/embedyt]

“ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს მამუკას” – მამუკა ჩარკვიანის კონცერტი ფილარმონიაში

Pavone – მინის ფერადი სამკაულების ქართული სტარტაპი