in

ტაიგერ ვუდსი და Nike აღარ ითანამშრომლებენ

თითქმის 3 ათწლეულის შემდეგ, ტაიგერ ვუდსმა და Nike-მა თანამშრომლობა შეწყვიტეს, რითაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხანგრძლივი გარიგება დასრულდა. ამის შესახებ ვუდსმა X-ზე განაცხადა, თქვა, რომ ეს დრო სავსე იყო შესანიშნავი მომენტებითა და მოგონებებით….

PGA-ს 15 გზის გამარჯვებულმა Nike-თან პირველ კონტრაქტს ხელი 1996 წელს მოაწერა, ეს 40 მილიონი დოლარის ღირებულების 5-წლიანი კონტრაქტი იყო. რაც შეეხება ბოლო თანამშრომლობას, იგი 2013 წელს გააფორმეს, 10-წლიანი გახლდათ და ღირებულება 200 მილიონ დოლარს შეადგენდა.

საოცარი რაუნდი იყო, ტაიგერ. შენ გამოწვევის წინაშე დააყენე სტერეოტიპები, კონვენციები, კონკურენცია, ძველმოდური აზროვნება, გოლფის მთლიანი ინსტიტუტი. შენ ჩვენც გამოგვიწვიე და ყველაზე მეტად, საკუთარი თავი, სწორედ ამ გამოწვევებისთვის ჩვენ მადლიერები ვართ, — ვკითხულობთ Nike-ის განცხადებაში. 

მაიკლ ჯორდანის შემდგომ, ვუდსი Nike-ის ყველაზე ცნობადი სპორტსმენი პარტნიორი იყო და მან არამხოლოდ აქცია ბრენდი გოლფის გიგანტად, არამედ რეკლამირების მეშვეობით თამაშს გლობალური პერსპექტივა შესთავაზა. ვუდსთან ერთად გადაღებულ პირველივე რეკლამაში აშკარა იყო, რომ ბრენდს თამაშში უფრო ახალგაზრდა მოთამაშეების ჩართვის ამბიცია ჰქონდა:

არც 1999 წლის საკულტო რეკლამა უნდა დავივიწყოთ:

თუმცა ეს გზა ყოველთვის მარტივი არ იყო — 2009 წელს ვუდსის ირგვლივ პირადი ურთიერთობების შესახებ სკანდალი აგორდა, რის გამოც ბევრმა ცნობილმა სპონსორმა მიატოვა იგი… თუმცა მათ შორის Nike რომ არ იყო, ალბათ, ეს თქვენც გამოიცანით. პირიქით, ბრენდმა სევდიანი რეკლამა გადაიღო, რომელშიც ვუდს ჰკითხა — მინდა გავარკვიო, რა ფიქრები გქონდა, რას გრძნობ და რა ისწავლე ამისგან….

აშკარაა, რომ ვუდსის წასვლა Nike-ისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ნიშნავს. კომპანიამ 2016 წელს შეწყვიტა გოლფის აღჭურვილობის დამზადება და კლუბების დაფინანსება, მაგრამ იგი ამ დრომდე მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს თამაშში — 2017 წელს ბრენდმა რორი მაკლროისთან 10-წლიან 200 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი…

2024 წელს რეკლამებში იუმორი უნდა დააბრუნოთ!

ნახეთ: Educated Guess-ის რედიზაინი