in

კინგ კონგის გატაცება ამჯერად არა მშვენიერი ქალბატონი, არამედ მიმზიდველი წითელი Tiguan-ი აღმოჩნდა – Volkswagen-ის რგოლი

მრისხანე კინგ კონგის დამოკიდებულება ლამაზი ქალბატონების მიმართ არაერთხელ გვინახავს, უჩვეულო გატაცების შესახებ ფილმებსაც საზოგადოება ბევრჯერ მოუხიბლავს. სწორედ ამიტომ გამოიყენა Volkswagen-მა  ეს უშველებელი პერსონაჟი თავისი ახალი სარეკლამო ვიდეორგოლისთვის. თუმცა, ამჯერად კონგი არა ნამდვილი, არამედ დიდი საჰაერო ბურთი გამოდგა და მისი გატაცებაც ქერა ქალბატონის ნაცვლად, ლამაზი წითელი Tiguan-ი აღმოჩნდა. საინტერესო, თანაც ძალიან მიმზიდველი რგოლის ავტორი სააგენტო Deutsch-ია, რომელმაც მაყურებელს მშვენიერი სანახაობა შესთავაზა და რაც მთავარია, ავტომობილი მთელი თავისი ხიბლით, არაჩვეულებრივად წარმოადგინა.

 

https://www.youtube.com/watch?v=ZxSua7cV-tw

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და მხიარული ადამიანი სპორტს ტოვებს – Virgin Media-ს რგოლი უსაინ ბოლტისთვის

Nino.ge – წიგნის თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების ოჯახური სტარტაპი