გასულ კვირას TikTok-ის მიუზიკლმა გრემი მოიგო… ახლა კი პირველად მიუზიკლი, სახელწოდებით For You, Paige, ოფიციალურად შეუკვეთეს და მას კომპოზიტორი, „მუსიკალური თეატრის ფანატიკოსი“ დანიელ მერცლუფტი გაუძღვება. მის TikTok გვერდზე ხშირად შეხვდებით კულისებს მიღმა არსებულ სიტუაციებს, იქნება ეს მსახიობების შერჩევისა თუ უშუალოდ ჩაწერის ვიდეოები.
მიუზიკლში — For You, Paige, თინეიჯერი მუსიკოსი, სახელად ლენდონი, თავის საუკეთესო მეგობარ პეიჯთან ერთად სიმღერას ასრულებს, რაც მალე ვირუსული ხდება. შედეგად კი TikTok „საზოგადოება“ იქმნება, რომელიც ტრენდებით, სიახლეებითა თუ სხვა ვირუსული აქტივობებითაა სავსე.
მიუზიკლში ტიკტოკის სხვა ვარსკვლავებიც მონაწილეობენ. მათ შორის ჯეიმს ჰენრი, კრისტინა ალაბადო და ჯეი ნიმანი. რაც შეეხება უშუალოდ მუსიკას, იგი მერცლუფტის, ჯულია რიუს, კეტრინ ლინ-როუზის, რ.ჯ. კრისტიანის, ბლეიკ როუზის, მორგან რეილის, ალექს ენგლბერგის, ქეით ლეონარდის, Gosz & Fotos-ის მიერაა დაწერილი.
For You, Paige ნიუ-იორკის თეატრში გაიმართება. თუმცა ამასთან ერთად, მიუზიკლის ყურება TikTok-ზეც 14 აპრილს, საღამოს 7 საათზე იქნება შესაძლებელი.










