თიკო მაღრაძე, NYU Stern ბიზნესსკოლის მაგისტრი, CoNet Business Club-სა და CoNet Consulting US-ის დამფუძნებელი, Meta Agency-ის მმართველი პარტნიორი, კოტლერის „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის Advisory Board-ს შეუერთდა!
თიკო მაღრაძეს ინოვაციების, მეწარმეობის, სტრატეგიული, საოპერაციო და რისკების მართვის მიმართულებით ტოპ-მენეჯერის როლში მუშაობის თხუთმეტწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. ის არის CoNet Business Club-ის, პირველი ქართულ-ამერიკული ანტრეპრენერული ქსელისა და საკონსულტაციო კომპანია CoNet Consulting US-ის დამფუძნებელი. თიკო მაღრაძე ფლობს NYU Stern ბიზნესსკოლის მაგისტრის ხარისხს და არის PhD კანდიდატი ბიზნესფსიქოლოგიის მიმართულებით.
„გვჯერა, რომ თიკო მაღრაძის ჩართულობით EOMM-ის უპრეცედენტო გამოცემა უფრო ღირებული და საინტერესო რესურსი გახდება მარკეტინგით, მენეჯმენტით, ბიზნესის განვითარებითა და ადგილობრივი ბიზნესგარემოს შესწავლით დაინტერესებული ადამიანებისთვის“.
[პარტნიორის კონტენტი]